დღის ორიგინალური რჩევები

დღეს კონფედერაციათა თასზე დასკვნითი დღეა და ტურნირის ბოლო ორი თამაში გაიმართება. ჯერ პორტუგალია და ჩილე მესამე ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ, შემდეგ კი ტიტულისათვის გერმანიისა და ჩილეს ნაკრებები იბრძოლებენ.

ტოტალიზატორის მოყვარულთთათვის ეს შესნიშნავი შესაძლებლობაა და XBET.GE ეცდება, რომ არჩევანი გაგიმარტივოთ. ორივე შეხვედრაზე თითო ორიგინალურ რჩევას მოგცემთ, რომელიც იმედია გამოგადგებათ.

რა თქმა უნდა რისკი მაღალია, მაგრამ როგორც ყოველთვის, კოეფიციენტიც საკმაოდ მაღალია და კარგი თანხის დადების შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ ორჯერ მეტი გამოიმუშავოთ.

პორტუგალია - მექსიკა



მოსკოვში თბილისის დროით 16:00 საათზე მესამე ადგილისათვის მატჩი გაიმართება. ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც ჩილესთან უღიმღამო თამაში აჩვენა, გერმანიისგან განადგურებულ სიმპატიურ მექსიკის ნაკრებს შეხვდება.

პორტუგალიელებმა ნახევარფინალში ევრო 2016-ს ფლეი-ოფის მსგავსად დაცვითი ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ დღეს "სელესაო" ალბათ გაიხსნება და თამაშის ჩაკეტვას არ ეცდება. მექსიკელები კი ყოველთვის ლაღ და აქტიურ ფეხბურთს თამაშობენ.

მესამე ადგილისათვის თამაში ერთგვარი შანსია, რომ პრესტიჟი შეინარჩუნო და ტურნირი თავაწეულმა, მედლებით, დატოვო. ასე, რომ სავარაუდოდ ორივე გუნდი თავის მაქსიმალურად წარმოჩენას ეცდება, ფეხბურთელები კი კონფედერაციათა თასზე უკანასკნელად გაბრწყინებას ეცდებიან. მესამე ადგილისათვის მატჩი საჩუქარია ქომაგებისათვის, რადგან როგორც წესი, საკმაოდ მხიარული და უხვგოლიანი გამოდის ხოლმე.

გთავაზობთ კონფედერაციის თასის უკანასკნელი 4 გათამაშების მესამე ადგილისათვის შეხვედრის სტატისტიკას.

წელი
თამაში
2003
კოლუმბია 1:2 თურქეთი
2005
გერმანია 3:3 (4:3 დ.დ.) მექსიკა
2009
ესპანეთი 2:2 (3:2 დ.დ.) სამხრეთ აფრიკა
2013
ურუგვაი 2:2 (2:3 პენ.) იტალია

როგორც ხედავთ მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ყოველთვის ბევრი გოლი გადის, რადგან ამ მატჩში სასწორზე ბევრი არაფერი დევს - მთავარი კარგი ფეხბურთის ჩვენება და ტურნირის ღირსეულად დატოვებაა. სწორედ ამიტომ, დღესაც პორტუგალია და მექსიკა კარგ სანახაობას დადგამენ.

ჩვენ გთავაზობთ, რომ სანახაობრივი თამაშის ფონზე პირველ ტაიმში 1.5-ზე მეტი გატანილი გოლი აიღოთ, რასაც აჭარაბეთზე მშვენიერი კოეფიციენტი აქვს - 2.25

ჩილე - გერმანია


გვიან საღამოს კი, ჩვენი დროით 22:00 საათზე, სანქტ-პეტებურგში კონფედერაციათა თასის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება და ტურნირის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფინალში ორი უძლიერესი გუნდი გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში ნაჩვენები დამაჯერებელი თამაშით ეს დაიმსახურა და წინ დიდებული დაპირისპირება გველოდება.

ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდების მატჩი ასევე ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ მხიარული პირველი ტაიმის შემდეგ მოსაწყენი მეორე ნახევარი ვიხილეთ, რომელშიც ბევრი ტაქტიკური ჭიდილი იყო. თუმცა არ არის გამორიცხული ახლაც ასე მოხდეს, რადგან ფინალში გარისკვა ძალიან რთულია.

ჩილემ ჯგუფურ ეტაპზე ძალიან აგრესიულად, სწრაფად, მაღალი პრესინგით დაიწყო, მაგრამ იოახიმ ლიოვი და მისი გუნდი ახლა მოვლენების ასეთი განვითარებისათვის უფრო მომზადებული იქნება. ასე, რომ ძალიან რთულია წინასწარ ივარაუდო რომელიმე გუნდის მოგება ან გოლების რაოდენობა. თუმცა ჩვენ უფრო ორიგინალურ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ფინალურ შეხვედრაში ყოველთვის ბევრი ორთაბრძოლა და ხისტი თამაშია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩილეს ეროვნულ გუნდს ეხება. დაძაბულ მომენტებში გუნდებს მოუწევთ ტაქტიკური ჯარიმების აღება, უხეშობა და ა.შ. საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მატჩის სერბ არბიტრს, მილორად მაზიჩს, ჯიბისკენ ხელის წაღება ბევრჯერ მოუწევს.

ჩვენ გირჩევთ, რომ კონფედერაციათა თასის ფინალზე ბარათების მეტობა აიღოთ. 5.5-ზე მეტ გაფრთხილებას 2.40 აქვს კოეფიციენტი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron 4055 2505 1550 61.8
Legendinho 160 92 68 57.5
Manchester3 1 1 100
oliverkahn 13 8 5 61.5
Perkins 1172 693 479 59.1
Russel 447 286 161 64
StrongMan 26 13 13 50
Xbet.Ge 112 67 45 59.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 MSN 79.2 84.3
2 Bcn555 60.4 81.1
3 agnostic 63.5 71.2
4 maniu333 62.3 65.8
5 Aleksandre Gachechiladze 52.9 54.3
6 cule_777 44.8 36.6
7 daubase 37.6 34.3
8 teamwork 55.4 32.6
9 Jamela 42.7 27.3
10 gugson 38.3 22.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 tony montana 63.9 25.0
2 Racho Eloyan 81.0 22.0
3 gi09 70.6 18.6
4 besogode 47.5 16.2
5 beqa13beqa13 55.6 10.6
6 revaza 66.7 10.1
7 mgeluka97 52.6 8.9
8 QUTATURI 40.9 8.5
9 otar2507 54.2 7.8
10 samba 100.0 7.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას