მოვემზადოთ კონფედერაციათა თასისთვის: ჯგუფი B
ხვალ საღამოს რუსეთში სტარტს აიღებს კონფედერაციათა თასი, XBET.GE კი B ჯგუფის დარჩენილ 4 მონაწილესაც გაგაცნობთ.
იმისათვის, რომ ტურნირზე ფსონები გააკეთოთ, ჯერ თითოეული ეროვნული ნაკრების მდგომარეობას უნდა გაეცნოთ.
65 წლის ბელგიელმა სპეციალისტმა კამერუნის ეროვნული გუნდი 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და შექმნა გუნდი, რომელმაც 15 წლიანი პაუზის შემდეგ აფრიკის ერთა თასი პირველად მოიგო. ფინალში კამერუნელებმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ეგვიპტე 2:1 დაამარცხეს და უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. ჩაგდებული ბრაზილიური მუნდიალის შემდეგ ბროსმა კამერუნის ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანა და სწორ გზაზე დააყენა. ბელგიელი ტაქტიკურად მრავალფეროვანი სპეციალისტია, რომელიც განლაგებას ხშირად ცვლის. ბროსმა საყრდენი ნახევარმცველი ბასონგი ფლანგზე გადაიყვანა და ეს უკანასკნელი აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. უგო ბროსმა მცირე პერიოდში კამერუნელი ქომაგების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, კონფედერაციათა თასი კი ახალი გამოცდილება იქნება. უგოს სანაკრებო დონეზე არასოდეს უმუშავია, ამიტომ ეს მისი პირველი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კამერუნს არც თუ ისე მარტივი სიტუაცია აქვს, რადგან ჯგუფში 2 ტურის შემდეგ ნიგერიას 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. კონფედერაციათა თასი კი განწყობის შესამქნელად მშვენიერი ვარიანტი იქნება.
კამერუნის ეროვნული გუნდის კაპიტანი და მთავარი ფიგურა 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ბენჟამინ მუკანჯო გახლავთ, რომელიც ფრანგული "ლორიენის" ღირსებას იცავს და საკმაოდ კარგი მოთამაშეა. ეგვიპტესთან ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კამერუნელთა მე-8 ნომერი დაფიქსირდა, რომელიც უგო ბროსის გუნდში გამთამაშებლის ან ვინგერის როლს ასრულებს. მუკანჯო იდეალურად ამარაგებს ეროვნული გუნდის ცენტრფორვარდ ვინსენ აბუბაქარს, თანაც ამავდროულად თავადაც შეუძლია მეტოქის კარის დალაშქვრა. საფრანგეთს ლიგა 1-ს გასულ სეზონში მუკანჯომ 13 ბურთი გაიტანა და კონფედერაციათა თასს მშვენიერ ფორმაში ხვდება. ბენჟამინი კამერუნის ნაკრების შეტევების ორგანიზატორი, გუნდის კაპიტანი და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია 50 თამაშით. ყველაზე ცნობილი კამერუნელი მოთამაშე ახლა ალბათ მაინც აბუბაქარია, მაგრამ აშკარაა, რომ უგო ბროსის გუნდში და ზოგადად, ბოლო პერიოდში, უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა სწორედ მუკანჯო გახლავთ.
კამერუნის ეროვნული გუნდის მთავარი ძალა უდავოდ შეტევითი პოტენციალია. მუკანჯოს გარდა უგო ბროსის განკარგულებაში საოცარი მებრძოლი და უნივერსალური მოთამაშე სებასტიან ბასონგია, აგრეთვე გამოცდილი ვინგერი სებასტიან სიანი, რომელიც ბოლო მატჩებში ჩინებულად გამოიყურებოდა, შეტევაში კი აფრიკელების ცენტრალური თავდამსხმელი 25 წლის ვინსენ აბუბაქარია. "ბეშიქთაშის" ფორვარდი ახლა იდეალურ ფორმაში არ იმყოფება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი მოთამაშე და კამერუნის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. თუ მუკანჯოს, ბასონგსა და აბუბაქარს თამაში წაუვათ, მაშინ ამ სამეულს ნებისმიერი მეტოქისათვის შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა. უგო ბროსს უყვარს როტაცია, მაგრამ ამ სამ ფეხბურთელს, სიანისთან ერთად, როგორც წესი, არასოდეს ცვლის. კამერუნის ნაკრების დაცვის ხაზი ბელგიელმა სპეციალისტმა საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ მთავარი ძალა სწორედ ეს ტექნიკური, სწრაფი და ერთმანეთთან კარგად შეთამაშებული შემტევები არიან.
იყო დრო, როდესაც კამერუნის ნარკების ცენტრს ალექს სონგი და სტეფან მ'ბია ამაგრებდნენ, რომლებიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში, ესპანეთის ლა ლიგაში, ასპარეზობდნენ, ახლა კი ეს პოზიცია საგრძნობლად შესუსტებულია. უგო ბროსის გუნდში ერთადერთი საყრდენი, რომელსაც ძირითადი დრო გარანტირებული აქვს, ზემოთხსენებული სიანი გახლავთ, რომელიც ამ პოზიციაზე ბასონგს ცვლის და აფრიკის თასზე საკმაოდ წარმატებითაც იასპარეზა. სიანი რეალურად უფრო შემოქმედებითი ტიპის ცენტრალური ნახევარმცველია, ამიტომ გამოდის, რომ კამერუნს აკლია ტიპიური ჩამშლელი, რომელიც თავის თავზე შავ სამუშაოს აიღებს და მეტოქის შეტევების ჩაშლაზე იქნება ორიენტირებული. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კამერუნის ნაკრების მთავარი სუსტი რგოლი სწორედ ნახევარდაცვის ცენტრია.
კამერუნის ეროვნულ გუნდზე სტატისტიკური მონაცემების ამოღება ძირითადად აფრიკის თასის მატჩებიდან არის შესაძლებელი. შავი კონტინენტის პირველობაზე კი უგო ბროსის გუნდმა 6 შეხვედრაში 13 ყვითელი ბარათი მიიღო. ზოგადად, აფრიკელები საკმაოდ ხისტ ფეხბურთს თამაშობენ და თამაშის წესებსაც ხშირად არღვევენ. ასეთ დროს კი გაფრთხილების მიღების ალბათობა, რა თქმა უნდა, იზრდება. კონფედერაციათა თასზე, განსაკუთრებით ჩილესა და გერმანიის წინააღმდეგ, მოსალოდნელია, რომ კამერუნის ნაკრების მოთამაშეები მინიმუმ 2-3 გაფრთხილებას მაინც მიიღებენ ან უბრალოდ მეტოქეზე მეტ ყვითელ ბარათს აიკიდებენ.
ხუან ანტონიო პიციმ ჩილეს ეროვნული ნაკრები 2016 წლის იანვრის ბოლოს ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე საოცრად წარმატებული ხორხე სამპაოლი შეცვალა. პიციმ არგენტინელი სპეციალისტის გზა უბრალოდ გააგრძელა, მას ბევრი არაფერი შეუცვლია და შედეგსაც მიაღწია. პიცის ჩილეს ნაკრებმა ამერიკაში კოპა ამერიკა სენტენარიო მოიგო და ფინალში კვლავ არგენტინა დაამარცხა კვლავ პენალტების სერიაში. ხუან ანტონიოს ფილოსოფიაც შემტევია და ბურთის ფლობას ეყრდნობა, ამიტომ მან უბრალოდ სამპაოლის მიერ დაწყებული სამუშაო განაგრძო და სიმპათიაც მოიპოვა. 49 წლის ესპანელისთვის კონფედერაციათა თასი მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება, რადგან ჩილე ახლა არც ისე კარგ ფორმაშია. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილელები მეოთხე ადგილს იკავებენ და არგენტინასთან სერიოზული ბრძოლა აქვთ, ბოლო ამხანაგური მატჩი კი გუნდმა რუმინეთთან წააგო (2:3). რა თქმა უნდა, ეს მარცხი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩილეს ნაკრებს დაცვაში აქვს პრობლემები, რაზეც პიცის სერიოზული სამუშაო აქვს. ესპანელი ძირითადად 4-3-3 განლაგებას იყენებს, მაგრამ ზოგჯერ 4-2-3-1 სქემაზეც გადაერთვება ხოლმე. ხუან ანტონიო პიცის ჩილეც ისეთივე სიმპათიური გუნდია, როგორც ხორხე სამპაოლის ჩილე, ამიტომ ამ გუნდისათვის თვალ-ყურის დევნება რუსეთში ერთი სიამოვნება იქნება.
ჩილეს ნაკრებს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს: ალექსის სანჩესი და არტურო ვიდალი. შესაძლოა, როგორც უფრო ძლიერი მენტალიტეტის მქონე პიროვნება, გასახდელში ლიდერი უფრო ვიდალია, მაგრამ მოედანზე მთავარი ფიგურა უდავოდ ალექსისია, რომელიც ახლა ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. სანჩესი ინგლისის პრემიერ ლიგაში ალბათ საუკეთესო ინდივიდუალისტია, რომელმაც "არსენალის" შემადგენლობაში მორიგი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, ახლა კი თავის წარმოჩენას უკვე საერთაშორისო დონეზე ეცდება. ჩილე საკმაოდ ორგანიზებული და შეკრული კოლექტივია, მაგრამ სანჩესის როლი ხუან ანტონიო პიცის გუნდის წარმატებაში ძალიან დიდია. რეალურად ჩილეს ეროვნულ გუნდში ალექსისი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც ყველაზე რთულ მომენტებში შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და შედეგის მოტანა. 28 წლის სამხრეთ ამერიკელმა ინგლისის ჩემპიონატში 24 ბურთი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და უდავოდ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი შემტევი ნახევარმცველია. სანჩესი ძალიან ტექნიკური, დახვეწილი შემტევია, შესანიშნავი მოედნის ხედვით, კარგი პასითა და დაყენებული დარტყმით. კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ კონფედერაციათა თასის მთავარი ვარსკვლავი სწორედ ალექსისი იქნება, რომელიც ჩილეს ნაკრების მთავარი იარაღია და მეტოქეები პირველ რიგში სწორედ ამ კრეატიულ ვინგერს უნდა უფრთხოდნენ.
ჩილეს ეროვნული ნაკრების ყველაზე ძლიერი მხარე ის არის, რომ ჩილეს ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავს, ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობით. ჩილე ზედიზედ ორჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდი, ეს კი მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას ლიონელ მესი, ანხელ დი მარია, პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი, კარლოს ტევესი და სხვები ჰყავს, ხოლო ბრაზილიას ნეიმარი. ჩილეს რა თქმა უნდა ჰყავს იგივე სანჩესი, ვიდალი, მაგრამ ეს არის ერთ მუშტად შეკრული ძალა, სწორი მიდგომით, სწორი ტაქტიკური განლაგებითა და იდეალური ორგანიზაციით. ხუან ანტონიო პიციმ სწორედ ამიტომ არ შეცვალა არაფერი, რადგან სიტუაცია უბრალოდ მშვენიერი იყო, ამიტომ როგორც ამბობენ ხოლმე მიჰყვა დინებას. ბოლო თამაშებში დაცვაში პრობლემები გამოჩნდა, მაგრამ საერთო ჯამში, ჩილეს ეროვნული გუნდი კვლავ ისეთი ძლიერია, როგორც გასული წლის ზაფხულში და ამ ტურნირის მოგება თავისუფლად შეუძლია. ზემოთხსენებული ორი ლიდერის გარდა ჩილეს გარი მედელი, ჩარლზ არანგისი, ჟოზე პედრო ფუენსალიდა, ჟუან ბოსეჟური ჰყავს. პორტუგალიასთან ერთად ჩილე კონფედერაციათა თასის ყველაზე ორგანიზებული გუნდია, რომლის დამარცხებაც ძალიან რთული იქნება.
ჩილეს ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა შესაძლოა თავად ჩილე, უფროსწორად, ეროვნული გუნდის სიძლიერე იყოს, რომელიც მოთამაშეებზე საკმაოდ სერიოზულ ზეწოლას მოახდენს. ჩილემ კოპა ამერიკის გათამაშება ზედიზედ ორჯერ მოიგო, ჰყავს ერთ-ერთი უძლიერესი შემტევი ნახევარმცველი ევროპაში, საკმაოდ ორგანიზებული გუნდი, კარგი და ჭკვიანი სპეციალისტი, ამიტომ მოლოდინი საკმაოდ მაღალია. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის ნაკრებმა რუსეთში ექსპერიმენტალური შემადგენლობა წაიყვანა, კონფედერაციათა თასის მოგების ყველაზე მეტი შანსები სწორედ ჩილესა და პორტუგალიის ეროვნულ გუნდებს აქვთ. ბოლობოლო მსოფლიო ჩემპიონმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ ტურნირის მთავარი ფავორიტი ჩილეს ეროვნული გუნდია, რომელსაც საოცრად ორგანიზებული კოლექტივი ჰყავს. თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა ზედმეტი ზეწოლა გამოდგეს, რომელიც მოთამაშეებზე უარყოფითად აისახება. ასე, რომ პიციმ თავის შეგირდებზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც უნდა იმუშავოს და ბიჭები მოედანზე სწორი მიდგომით გაიყვანოს. თუ ჩილელები ზეწოლის ქვეშ მოექცევიან, შესაძლოა შინ ცუდი შედეგით დაბრუნდნენ, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია და სიმტკიცე.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩილეს ნაკრები საკმაოდ მხიარული გუნდია, რომელიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ყოველთვის ცდილობს პირველ ნომრად მოქმედებას. სწორედ ამიტომ, ხუან ანტონიო პიცის გუნდის თამაშებში ყოველთვის ბევრი გოლი გადის. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც მეტოქის სიძლიერის გამო, ჩილეს შედარებით ფრთხილად თამაში უწევს, ამიტომ სანახაობაც იკლებს, მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივი მომენტია. თუმცა კონფედერაციათა თასის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეები კამერუნი, გერმანია და ავსტრალია იქნებიან, რომელთა წინააღმდეგაც ჩილე ალბათ ბოლომდე გაილაღებს. სწორედ ამიტომ მოსალოდნელია, რომ ჩილე ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული გუნდი იქნება, რომლის თამაშებშიც ბევრი გოლი გავა.
იოახიმ ლიოვის შემდეგ თავის ეროვნულ გუნდს ყველაზე ხანგრძლივი დროით ანგე პოსტეკოგლუ ხელმძღვანელობს, რომელმაც ავსტრალიის ნაკრები 2013 წელს ჩაიბარა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, აჩვენეს მიმზიდველი ფეხბურთი და ამის წყალობით პოსტეკოგლუმ ფედერაციის სრული ნდობა მოიპოვა. 2015 წლის ზამთარში ავსტრალიამ აზიის თასს უმასპინძლა და ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. ოკეანეთის მეფეებმა აზიის ეროვნული ნაკრებებიც დამაჯერებლად დაამარცხეს და ფინალში კორეის რესპუბლიკას 2:1 სძლიეს. მუნდიალის შესარჩევში, რომელსაც ავსტრალია აზიის ზონაში გადის, სიტუაცია დაძაბულია და ახლახანს ავსტრალიელებმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს. მათ შინ საუდის არაბეთი 3:2 დაამარცხეს და მეტოქეს ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდნენ, წინ კი მხოლოდ იაპონიაა. კონფედერაციათა თასი 51 წლის ავსტრალიელი სპეციალისტისთვის მორიგი ახალი გამოწვევა იქნება და ვნახოთ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ავსტრალიის ეროვნული გუნდი. პოსტეკოგლუმ პუბლიკის სიმპათია 2014 წელს ბრაზილიაში დაიმსახურა და საინტერესო ამჯერად რა გამოუვა კონფედერაციათა თასზე.
რა თქმა უნდა, ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ხსენებასთან ერთად ყველაზე დიდებული ტიმ კეჰილი ახსენდება, მაგრამ იგი უკვე 37 წლის არის და ძირითად შემადგენლობაში აღარ თამაშობს. კეჰილის ადგილი იურიჩმა დაიკავა, ხოლო ლიდერის თვისებები 26 წლის ტექნიკურმა ვინგერმა, მეტიუ ლეკიმ, გადაიბირა. მეტიუმ გასული სეზონი "ინგოლშტადტში" ჩაატარა და ბუნდესლიგაში განსაკუთრებული ვერაფერი გააკეთა (0 გოლი, 3 ასისტი), მაგრამ ეროვნული გუნდისათვის მაინც სასარგებლო და მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის მუდმივად ბევრს აქტიურობს და იურიჩს საგოლე პასებით ამარაგებს. ლეკი ტექნიკური, სწრაფი და საინტერესო მოთამაშეა, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები სამი წლის წინ ბრაზილიაშიც წარმოაჩინა. მეტიუ ავსტრალიის ნაკრებში ყველაზე კრეატიული და განსხვავებული მოცემულობის მქონე ფეხბურთელია, ამიტომაც ანგე პოსტეკოგლუს გუნდში მთავარ ვარსკვლავად სწორედ ის დავასახელეთ.
ავსტრალიის ნაკრების მთავარი პლიუსი ისაა, რომ ამ გუნდს ყოველთვის შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება. ავსტრალიელებს საოცრად მებრძოლი ხასიათი აქვთ, რომლის წყალობითაც ხშირად ახერხებენ ფასეული წარმატების მიღწევას. ავსტრალია ჯგუფის აუტსაიდერია, მაგრამ ანგე პოსტეკოგლუს გუნდი იოლად არავის დანებდება. ჩვენ გვახსოვს ავსტრალიის ეროვნული ნაკრები, რომელმაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გააღწია, იქ კი მომავალ ჩემპიონ იტალიასთან სკანდალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. ისინი 2010 წელსაც ახლოს იყვნენ ფლეი-ოფში გასვლასთან, 2014 წელს კი სიკვდილის ჯგუფში, ესპანეთის, ჩილესა და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად, საკმაოდ ღირსეული შთაბეჭდილება დატოვეს. მართალია, ტიმ კეჰილი უკვე 37 წლის არის, მაგრამ ავსტრალიელთა მებრძოლი სულისკვეთება არსად გამქრალა. ისინი აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ და კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში გასვლისათვის ყველაფერს გააკეთებენ.
ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა ლეგენდარული ტიმ კეჰილის შეცვლა იქნება. ტიმი ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, რომლის ანგარიშზეც 48 ბურთია. კეჰილმა ავსტრილიასთან ერთად სამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა ახლა "ევერტონის" ყოფილი ფორვარდი უკვე 37 წლის არის და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. კეჰილი წლების განმავლობაში ავსტრალიის ნაკრების უცვლელი ცხრიანი და გუნდის აშკარა ლიდერი იყო. ახლა კი პოსტეკოგლუს განკარგულებაში 25 წლის ტომი იურიჩია, რომელიც ბოლო მატჩებში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი სათამაშო შესაძლებლობები ტიმის კლასს საგრძნობლად ჩამოუვარდება. კეჰილის შეცვლა ავსტრალიელებისათვის საკმაოდ რთული მისიაა და ამის გაკეთებას პოსტეკოგლუ ამ ტურნირიდან დაწყებული ეცდება.
ავსტრალიის ეროვნული გუნდი, ჩილეს ნაკრების მსგავსად, ასევე მხიარულ ფეხბურთს თამაშობს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ანგე პოსტეკოგლუს გუნდმა ბოლო 6-დან 5 შეხვედრაში კი ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიელები მეტოქე გუნდებს თამაშს იშვიათად უკეტავენ. ავსტრალია ბევრ გოლს გოლს უშვებს, მაგრამ გატანა თავადაც უყვარს, სწორედ ამიტომ "კი" პოზიციისათვის საუკეთესო გუნდი სწორედ ავსტრალიის ეროვნული ნაკრები იქნება.
იოახიმ ლიოვი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს უკვე 9 წელია ხელმძღვანელობს და მთელი ამ დროის განმავლობაში "ბუნდესნაკრები" ყოველ საერთაშორისო ტურნირზე მინიმუმ ნახევარფინალში მაინც გადიან. კონფედერაციათა თასი კი ლიოვისთვის ახალი გათამაშებაა, რომელზეც პირველად იასპარეზებს და თანაც საკმაოდ ექსპერიმენტალური შემადგენლობით. ლიოვმა 2014 წელს გერმანიას ნანატრი მსოფლიო თასი მოაგებინა, ახლა კი ეცდება, რომ ეს ტიტული რუსეთში წარმატებით დაიცვას. იოახიმმა ბრაზილიაში ყველას ტაუმტკიცა, რომ ძლიერი ტაქტიკოსი და ჭკვიანი სპეციალისტია, მაგრამ მისი არაჰუმანური გამოხტომები ყოველთვის უხერხულ, სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ხოლმე. ლიოვი ყველასათვის კარგად ნაცნობი მთავარი მწვრთნელია, რომელიც ჯერჯერობით გერმანიის ნაკრებს იდეალურად მიუძღვება და კონფედერაციათა თასზე შანსს ახალგაზრდებს აძლევს. იოახიმმა ნაკრების ყველა ლიდერი განაცხადს მიღმა დატოვა, რათა ყველა გამორჩეულ ტალანტს მისცეს შანსი და ვნახოთ როგორ გაამართლებს მისი ეს სვლა.
იმის ფონზე, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ლიდერები ზაფხულში დაისვენებენ, "ბუნდესნაკრების" მთავარი ვარსკვლავი "პსჟ-ს" შემტევი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი იქნება, რომელმაც საფრანგეთში თავისი ოპტიმალური ფორმა დაიბრუნა და სეზონის მეორე ნახევარი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. დრაქსლერი ძალიან ტექნიკური, დახვეწილი მოთამაშეა, მაგრამ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოიყენა. 23 წლის იულიანისთვის კონფედერაციათა თასი იდეალური შესაძლებლობა იქნება, რადგან იოახიმ ლიოვმა მას კაპიტნის სამკლაურიც ჩააბარა და რეალურად აგრძნობინა, რომ გერმანელების ლიდერი სწორედ დრაქსლერი უნდა იყოს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან მშვენიერი თამაში აჩვენა, მაგრამ დრაქსლერისგან უფრო მეტს მოელიან, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტისგან, რომელიც ბოლომდე ვერაფრით გაიხსნა. "პსჟ-ში" მას მართლაც კარგი პერიოდი ჰქონდა, ამიტომ ტურნირს კარგი განწყობითა და კარგი სათამაშო ფორმით ხვდება. "ბუნდესთიმის" ახალგაზრდულ და ექსპერიმენტალურ შემადგენლობაში დრაქსლერი მართლაც ვარსკვლავია, რომელზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
გერმანიის ეროვნულ ნაკრებს კონფედერაციათა თასზე უდავოდ ყველაზე მრავალფეროვანი შემადგენლობა ეყოლება. აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე იოახიმ ლიოვს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგალითისთვის ავიღოთ ნახევარდაცვის ხაზი. მოედნის ცენტრში სებასტიან რუდი ტიპიური საყრდენია, კარგი პასითა და მებრძოლი ხასიათით, ემრე ჩანი ტექნიკურად უფრო ძლიერი მოთამაშეა, რომელიც ძირითადად შეტევაზე არის ორიენტირებული. პლიუს ამას უნივერსალური კერემ დემირბაი და ლეონ გორეცკა. ორივე მათგანს ნახევარდაცვაში თითქმის ყველგან შეუძლია თამაში. ზემოთხსენებულ ჩანსა და რუდის კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუძლიათ მოქმედება. მარჯვენა ფლანგს კი ასევე უნივერსალური იოზუა კიმიხი ამაგრებს, რომელიც ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია. წინა ხაზზე გერმანიის ნაკრებს ორი ძალიან ტექნიკური ტალანტი, იულიან ბრანდტი და ამინ იუნესი ჰყავს, აგრეთვე ლიდერი იულიან დრაქსლერი და ლარს შტინდლი, რომელსაც საოცარი მოედნის ხედვა და პასი აქვს. შტინდლი ტიპიური გამთამაშებელია, ბრანდტი, იუნესი და დრაქსლერი კი ფლანგის მოთამაშეები. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ლიოვის განკარგულებაში ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი სანდრო ვაგნერი და შედარებით რბილი, ტექნიკურად ძლიერი და მრავალმხრივი ტიმო ვერნერია. "ბუნდესნაკრებს" უამრავი ტალანტი ჰყავს, მათი ძლიერი მხარე კი ის არის, რომ თითქმის ყველა უნივერსალია და თანაც განსხვავებული მოცემულობის მქონე მოთამაშეები. ლიოვს დიდი არჩევანი აქვს, რაც სერიოზული ფუფუნება იქნება. ასეთი მრავალფეროვანი და ყოვლისშემძლე გუნდი არცერთ ნაკრებს არ ეყოლება რუსეთში.
შესაძოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, სუსტი მხარეც სწორედ გერმანიის ეროვნული გუნდის შემადგენლობა იყოს. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ყველა ლიდერი ისვენებს, უბრალოდ იოახიმ ლიოვს მუდმივი როტაცია აქვს განზრახული, რაც საერთო თამაშის ხარისხსა და სტაბილურობაზე იქონიებს გავლენას. კარის ხაზზეც კი ძალიან თანაბარი სიტუაციაა: კევინ ტრაპი, ბერნდ ლენო და ტერ შტეგენი - სამივე შესანიშნავი გოლკიპერია, ამიტომ ლიოვმა შესაძლოა ჯგუფურ ეტაპზე თითოს თითო 90 წუთი მისცეს. იოახიმმა ტურნისი წინ განმარტა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მიზანი ყველა მოთამაშისათვის სათანადო სათამაშო პრაქტიკის მიცემა იქნება, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპტიმალური ფორმის აკრეფვას. შესაძლოა გერმანიამ ყოველ თამაშზე ახალი სასტარტო თერთმეტეული გამოიყვანოს, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდებათ. სავარაუდოდ ლიოვის გეგმაში ახალგაზრდა ტალანტების გამოცდა, მათი საქმეში ხილვა და კონკრეტული თამაშის კონკრეტული სტრატეგიით მოგებაა. გერმანიის ნაკრებს მართლაც უამრავი ტალანტი ეზრდება, მაგრამ შემადგენლობა საკმაოდ ექსპერიმენტალურია, ამიტომ არ არის გამორიცხული, ამან უარყოფითი შედეგი გამოიღოს.
როდესაც გერმანიის ეროვნულ გუნდს თამაში მისდის, იოახიმ ლიოვის შეგირდები ძალიან ბევრ კუთხურს აწვდიან, რაც სავსებით ლოგიკურია. გერმანია ფლანგებს აქტიურად იყენებს, ამიტომ კუთხურის მოპოვების ალბათობაც საკმაოდ მარალია. განაპირა მცველები, იონას ექტორი და იოზუა კიმიხი, შეტევაში ხშირად მიდიან, რათა ხიფათი შექმნან. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც რაღაც ისე ვერ არის, მაგრამ დანიასთან ახლახანს გამართულ არც თუ ისე კარგ ამხანაგურ შეხვედრაში "ბუნდესთიმმა" 10 კუთხური მაინც მოაწოდა. ასე, რომ კუთხურების სათამაშოდ გერმანიის ნაკრები იდეალური ვარიანტია.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
იმისათვის, რომ ტურნირზე ფსონები გააკეთოთ, ჯერ თითოეული ეროვნული ნაკრების მდგომარეობას უნდა გაეცნოთ.
კამერუნი
რა უნდა ვიცოდეთ
- აფრიკულ გუნდს კონფედერაციათა თასი არასოდეს მოუგია. კამერუნის ნაკრები კი შავი კონტინენტის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ამ ტურნირის ფინალამდე მივიდა. ეს 2003 წელს მოხდა, როდესაც კამერუნელები მასპინძელმა ფრანგებმა დაამარცხეს.
- კამერუნის ეროვნული გუნდი 2003 წლის შემდეგ კონფედერაციათა თასზე აღარც გამოსულა. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიასთან ნახევარფინალური მატჩის დროს მარკ-ვივიენ ფოე მოედანზე გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც ფართო საზოგადოებამ ცოცხლად იხილა.
მთავარი მწვრთნელი
65 წლის ბელგიელმა სპეციალისტმა კამერუნის ეროვნული გუნდი 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და შექმნა გუნდი, რომელმაც 15 წლიანი პაუზის შემდეგ აფრიკის ერთა თასი პირველად მოიგო. ფინალში კამერუნელებმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ეგვიპტე 2:1 დაამარცხეს და უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. ჩაგდებული ბრაზილიური მუნდიალის შემდეგ ბროსმა კამერუნის ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანა და სწორ გზაზე დააყენა. ბელგიელი ტაქტიკურად მრავალფეროვანი სპეციალისტია, რომელიც განლაგებას ხშირად ცვლის. ბროსმა საყრდენი ნახევარმცველი ბასონგი ფლანგზე გადაიყვანა და ეს უკანასკნელი აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. უგო ბროსმა მცირე პერიოდში კამერუნელი ქომაგების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, კონფედერაციათა თასი კი ახალი გამოცდილება იქნება. უგოს სანაკრებო დონეზე არასოდეს უმუშავია, ამიტომ ეს მისი პირველი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კამერუნს არც თუ ისე მარტივი სიტუაცია აქვს, რადგან ჯგუფში 2 ტურის შემდეგ ნიგერიას 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. კონფედერაციათა თასი კი განწყობის შესამქნელად მშვენიერი ვარიანტი იქნება.
მთავარი ვარსკვლავი
კამერუნის ეროვნული გუნდის კაპიტანი და მთავარი ფიგურა 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ბენჟამინ მუკანჯო გახლავთ, რომელიც ფრანგული "ლორიენის" ღირსებას იცავს და საკმაოდ კარგი მოთამაშეა. ეგვიპტესთან ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კამერუნელთა მე-8 ნომერი დაფიქსირდა, რომელიც უგო ბროსის გუნდში გამთამაშებლის ან ვინგერის როლს ასრულებს. მუკანჯო იდეალურად ამარაგებს ეროვნული გუნდის ცენტრფორვარდ ვინსენ აბუბაქარს, თანაც ამავდროულად თავადაც შეუძლია მეტოქის კარის დალაშქვრა. საფრანგეთს ლიგა 1-ს გასულ სეზონში მუკანჯომ 13 ბურთი გაიტანა და კონფედერაციათა თასს მშვენიერ ფორმაში ხვდება. ბენჟამინი კამერუნის ნაკრების შეტევების ორგანიზატორი, გუნდის კაპიტანი და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია 50 თამაშით. ყველაზე ცნობილი კამერუნელი მოთამაშე ახლა ალბათ მაინც აბუბაქარია, მაგრამ აშკარაა, რომ უგო ბროსის გუნდში და ზოგადად, ბოლო პერიოდში, უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა სწორედ მუკანჯო გახლავთ.
ძლიერი მხარე
კამერუნის ეროვნული გუნდის მთავარი ძალა უდავოდ შეტევითი პოტენციალია. მუკანჯოს გარდა უგო ბროსის განკარგულებაში საოცარი მებრძოლი და უნივერსალური მოთამაშე სებასტიან ბასონგია, აგრეთვე გამოცდილი ვინგერი სებასტიან სიანი, რომელიც ბოლო მატჩებში ჩინებულად გამოიყურებოდა, შეტევაში კი აფრიკელების ცენტრალური თავდამსხმელი 25 წლის ვინსენ აბუბაქარია. "ბეშიქთაშის" ფორვარდი ახლა იდეალურ ფორმაში არ იმყოფება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი მოთამაშე და კამერუნის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. თუ მუკანჯოს, ბასონგსა და აბუბაქარს თამაში წაუვათ, მაშინ ამ სამეულს ნებისმიერი მეტოქისათვის შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა. უგო ბროსს უყვარს როტაცია, მაგრამ ამ სამ ფეხბურთელს, სიანისთან ერთად, როგორც წესი, არასოდეს ცვლის. კამერუნის ნაკრების დაცვის ხაზი ბელგიელმა სპეციალისტმა საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ მთავარი ძალა სწორედ ეს ტექნიკური, სწრაფი და ერთმანეთთან კარგად შეთამაშებული შემტევები არიან.
სუსტი მხარე
სტატისტიკური მონაცემი
კამერუნის ეროვნულ გუნდზე სტატისტიკური მონაცემების ამოღება ძირითადად აფრიკის თასის მატჩებიდან არის შესაძლებელი. შავი კონტინენტის პირველობაზე კი უგო ბროსის გუნდმა 6 შეხვედრაში 13 ყვითელი ბარათი მიიღო. ზოგადად, აფრიკელები საკმაოდ ხისტ ფეხბურთს თამაშობენ და თამაშის წესებსაც ხშირად არღვევენ. ასეთ დროს კი გაფრთხილების მიღების ალბათობა, რა თქმა უნდა, იზრდება. კონფედერაციათა თასზე, განსაკუთრებით ჩილესა და გერმანიის წინააღმდეგ, მოსალოდნელია, რომ კამერუნის ნაკრების მოთამაშეები მინიმუმ 2-3 გაფრთხილებას მაინც მიიღებენ ან უბრალოდ მეტოქეზე მეტ ყვითელ ბარათს აიკიდებენ.
ჩილე
რა უნდა ვიცოდეთ
- ჩილეს ნაკრები 99 წელიწადი ელოდა პირველი ტიტულის მოგება და ეს 2015 წელს გააკეთა, როდესაც სამშობლოში კოპა ამერიკა მოიგო.
- პორტუგალიისა და რუსეთის მსგავსად, ჩილეც კონფედერაციათა თასის დებიუტანტია.
მთავარი მწვრთნელი
ხუან ანტონიო პიციმ ჩილეს ეროვნული ნაკრები 2016 წლის იანვრის ბოლოს ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე საოცრად წარმატებული ხორხე სამპაოლი შეცვალა. პიციმ არგენტინელი სპეციალისტის გზა უბრალოდ გააგრძელა, მას ბევრი არაფერი შეუცვლია და შედეგსაც მიაღწია. პიცის ჩილეს ნაკრებმა ამერიკაში კოპა ამერიკა სენტენარიო მოიგო და ფინალში კვლავ არგენტინა დაამარცხა კვლავ პენალტების სერიაში. ხუან ანტონიოს ფილოსოფიაც შემტევია და ბურთის ფლობას ეყრდნობა, ამიტომ მან უბრალოდ სამპაოლის მიერ დაწყებული სამუშაო განაგრძო და სიმპათიაც მოიპოვა. 49 წლის ესპანელისთვის კონფედერაციათა თასი მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება, რადგან ჩილე ახლა არც ისე კარგ ფორმაშია. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილელები მეოთხე ადგილს იკავებენ და არგენტინასთან სერიოზული ბრძოლა აქვთ, ბოლო ამხანაგური მატჩი კი გუნდმა რუმინეთთან წააგო (2:3). რა თქმა უნდა, ეს მარცხი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩილეს ნაკრებს დაცვაში აქვს პრობლემები, რაზეც პიცის სერიოზული სამუშაო აქვს. ესპანელი ძირითადად 4-3-3 განლაგებას იყენებს, მაგრამ ზოგჯერ 4-2-3-1 სქემაზეც გადაერთვება ხოლმე. ხუან ანტონიო პიცის ჩილეც ისეთივე სიმპათიური გუნდია, როგორც ხორხე სამპაოლის ჩილე, ამიტომ ამ გუნდისათვის თვალ-ყურის დევნება რუსეთში ერთი სიამოვნება იქნება.
მთავარი ვარსკვლავი
ჩილეს ნაკრებს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს: ალექსის სანჩესი და არტურო ვიდალი. შესაძლოა, როგორც უფრო ძლიერი მენტალიტეტის მქონე პიროვნება, გასახდელში ლიდერი უფრო ვიდალია, მაგრამ მოედანზე მთავარი ფიგურა უდავოდ ალექსისია, რომელიც ახლა ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. სანჩესი ინგლისის პრემიერ ლიგაში ალბათ საუკეთესო ინდივიდუალისტია, რომელმაც "არსენალის" შემადგენლობაში მორიგი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, ახლა კი თავის წარმოჩენას უკვე საერთაშორისო დონეზე ეცდება. ჩილე საკმაოდ ორგანიზებული და შეკრული კოლექტივია, მაგრამ სანჩესის როლი ხუან ანტონიო პიცის გუნდის წარმატებაში ძალიან დიდია. რეალურად ჩილეს ეროვნულ გუნდში ალექსისი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც ყველაზე რთულ მომენტებში შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და შედეგის მოტანა. 28 წლის სამხრეთ ამერიკელმა ინგლისის ჩემპიონატში 24 ბურთი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და უდავოდ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი შემტევი ნახევარმცველია. სანჩესი ძალიან ტექნიკური, დახვეწილი შემტევია, შესანიშნავი მოედნის ხედვით, კარგი პასითა და დაყენებული დარტყმით. კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ კონფედერაციათა თასის მთავარი ვარსკვლავი სწორედ ალექსისი იქნება, რომელიც ჩილეს ნაკრების მთავარი იარაღია და მეტოქეები პირველ რიგში სწორედ ამ კრეატიულ ვინგერს უნდა უფრთხოდნენ.
ძლიერი მხარე
ჩილეს ეროვნული ნაკრების ყველაზე ძლიერი მხარე ის არის, რომ ჩილეს ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავს, ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობით. ჩილე ზედიზედ ორჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდი, ეს კი მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას ლიონელ მესი, ანხელ დი მარია, პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი, კარლოს ტევესი და სხვები ჰყავს, ხოლო ბრაზილიას ნეიმარი. ჩილეს რა თქმა უნდა ჰყავს იგივე სანჩესი, ვიდალი, მაგრამ ეს არის ერთ მუშტად შეკრული ძალა, სწორი მიდგომით, სწორი ტაქტიკური განლაგებითა და იდეალური ორგანიზაციით. ხუან ანტონიო პიციმ სწორედ ამიტომ არ შეცვალა არაფერი, რადგან სიტუაცია უბრალოდ მშვენიერი იყო, ამიტომ როგორც ამბობენ ხოლმე მიჰყვა დინებას. ბოლო თამაშებში დაცვაში პრობლემები გამოჩნდა, მაგრამ საერთო ჯამში, ჩილეს ეროვნული გუნდი კვლავ ისეთი ძლიერია, როგორც გასული წლის ზაფხულში და ამ ტურნირის მოგება თავისუფლად შეუძლია. ზემოთხსენებული ორი ლიდერის გარდა ჩილეს გარი მედელი, ჩარლზ არანგისი, ჟოზე პედრო ფუენსალიდა, ჟუან ბოსეჟური ჰყავს. პორტუგალიასთან ერთად ჩილე კონფედერაციათა თასის ყველაზე ორგანიზებული გუნდია, რომლის დამარცხებაც ძალიან რთული იქნება.
სუსტი მხარე
სტატისტიკური მონაცემი
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩილეს ნაკრები საკმაოდ მხიარული გუნდია, რომელიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ყოველთვის ცდილობს პირველ ნომრად მოქმედებას. სწორედ ამიტომ, ხუან ანტონიო პიცის გუნდის თამაშებში ყოველთვის ბევრი გოლი გადის. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც მეტოქის სიძლიერის გამო, ჩილეს შედარებით ფრთხილად თამაში უწევს, ამიტომ სანახაობაც იკლებს, მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივი მომენტია. თუმცა კონფედერაციათა თასის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეები კამერუნი, გერმანია და ავსტრალია იქნებიან, რომელთა წინააღმდეგაც ჩილე ალბათ ბოლომდე გაილაღებს. სწორედ ამიტომ მოსალოდნელია, რომ ჩილე ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული გუნდი იქნება, რომლის თამაშებშიც ბევრი გოლი გავა.
ავსტრალია
რა უნდა ვიცოდეთ
- ავსტრილიის ეროვნული ნაკრები კონფედერაციათა თასის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც ორ კონტინენტს წარმოადგენს - ოკეანეთსა და აზიას.
- აღსანიშნავია, რომ ავსტრალია ერთხელ ამ ტურნირის ფინალში იყო. ეს 1997 წელს მოხდა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ავსტრალიელები ბრაზილიის ნაკრებმა 6:0 გააცამტვერა.
მთავარი მწვრთნელი
იოახიმ ლიოვის შემდეგ თავის ეროვნულ გუნდს ყველაზე ხანგრძლივი დროით ანგე პოსტეკოგლუ ხელმძღვანელობს, რომელმაც ავსტრალიის ნაკრები 2013 წელს ჩაიბარა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, აჩვენეს მიმზიდველი ფეხბურთი და ამის წყალობით პოსტეკოგლუმ ფედერაციის სრული ნდობა მოიპოვა. 2015 წლის ზამთარში ავსტრალიამ აზიის თასს უმასპინძლა და ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. ოკეანეთის მეფეებმა აზიის ეროვნული ნაკრებებიც დამაჯერებლად დაამარცხეს და ფინალში კორეის რესპუბლიკას 2:1 სძლიეს. მუნდიალის შესარჩევში, რომელსაც ავსტრალია აზიის ზონაში გადის, სიტუაცია დაძაბულია და ახლახანს ავსტრალიელებმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს. მათ შინ საუდის არაბეთი 3:2 დაამარცხეს და მეტოქეს ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდნენ, წინ კი მხოლოდ იაპონიაა. კონფედერაციათა თასი 51 წლის ავსტრალიელი სპეციალისტისთვის მორიგი ახალი გამოწვევა იქნება და ვნახოთ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ავსტრალიის ეროვნული გუნდი. პოსტეკოგლუმ პუბლიკის სიმპათია 2014 წელს ბრაზილიაში დაიმსახურა და საინტერესო ამჯერად რა გამოუვა კონფედერაციათა თასზე.
მთავარი ვარსკვლავი
რა თქმა უნდა, ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ხსენებასთან ერთად ყველაზე დიდებული ტიმ კეჰილი ახსენდება, მაგრამ იგი უკვე 37 წლის არის და ძირითად შემადგენლობაში აღარ თამაშობს. კეჰილის ადგილი იურიჩმა დაიკავა, ხოლო ლიდერის თვისებები 26 წლის ტექნიკურმა ვინგერმა, მეტიუ ლეკიმ, გადაიბირა. მეტიუმ გასული სეზონი "ინგოლშტადტში" ჩაატარა და ბუნდესლიგაში განსაკუთრებული ვერაფერი გააკეთა (0 გოლი, 3 ასისტი), მაგრამ ეროვნული გუნდისათვის მაინც სასარგებლო და მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის მუდმივად ბევრს აქტიურობს და იურიჩს საგოლე პასებით ამარაგებს. ლეკი ტექნიკური, სწრაფი და საინტერესო მოთამაშეა, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები სამი წლის წინ ბრაზილიაშიც წარმოაჩინა. მეტიუ ავსტრალიის ნაკრებში ყველაზე კრეატიული და განსხვავებული მოცემულობის მქონე ფეხბურთელია, ამიტომაც ანგე პოსტეკოგლუს გუნდში მთავარ ვარსკვლავად სწორედ ის დავასახელეთ.
ძლიერი მხარე
ავსტრალიის ნაკრების მთავარი პლიუსი ისაა, რომ ამ გუნდს ყოველთვის შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება. ავსტრალიელებს საოცრად მებრძოლი ხასიათი აქვთ, რომლის წყალობითაც ხშირად ახერხებენ ფასეული წარმატების მიღწევას. ავსტრალია ჯგუფის აუტსაიდერია, მაგრამ ანგე პოსტეკოგლუს გუნდი იოლად არავის დანებდება. ჩვენ გვახსოვს ავსტრალიის ეროვნული ნაკრები, რომელმაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გააღწია, იქ კი მომავალ ჩემპიონ იტალიასთან სკანდალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. ისინი 2010 წელსაც ახლოს იყვნენ ფლეი-ოფში გასვლასთან, 2014 წელს კი სიკვდილის ჯგუფში, ესპანეთის, ჩილესა და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად, საკმაოდ ღირსეული შთაბეჭდილება დატოვეს. მართალია, ტიმ კეჰილი უკვე 37 წლის არის, მაგრამ ავსტრალიელთა მებრძოლი სულისკვეთება არსად გამქრალა. ისინი აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ და კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში გასვლისათვის ყველაფერს გააკეთებენ.
სუსტი მხარე
ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა ლეგენდარული ტიმ კეჰილის შეცვლა იქნება. ტიმი ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, რომლის ანგარიშზეც 48 ბურთია. კეჰილმა ავსტრილიასთან ერთად სამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა ახლა "ევერტონის" ყოფილი ფორვარდი უკვე 37 წლის არის და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. კეჰილი წლების განმავლობაში ავსტრალიის ნაკრების უცვლელი ცხრიანი და გუნდის აშკარა ლიდერი იყო. ახლა კი პოსტეკოგლუს განკარგულებაში 25 წლის ტომი იურიჩია, რომელიც ბოლო მატჩებში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი სათამაშო შესაძლებლობები ტიმის კლასს საგრძნობლად ჩამოუვარდება. კეჰილის შეცვლა ავსტრალიელებისათვის საკმაოდ რთული მისიაა და ამის გაკეთებას პოსტეკოგლუ ამ ტურნირიდან დაწყებული ეცდება.
სტატისტიკური მონაცემი
ავსტრალიის ეროვნული გუნდი, ჩილეს ნაკრების მსგავსად, ასევე მხიარულ ფეხბურთს თამაშობს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ანგე პოსტეკოგლუს გუნდმა ბოლო 6-დან 5 შეხვედრაში კი ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიელები მეტოქე გუნდებს თამაშს იშვიათად უკეტავენ. ავსტრალია ბევრ გოლს გოლს უშვებს, მაგრამ გატანა თავადაც უყვარს, სწორედ ამიტომ "კი" პოზიციისათვის საუკეთესო გუნდი სწორედ ავსტრალიის ეროვნული ნაკრები იქნება.
გერმანია
რა უნდა ვიცოდეთ
- გერმანიის ნაკრები კონფედერაციათა თასზე მხოლოდ მესამედ ითამაშებს. აქამდე "ბუნდესნაკრებმა" ამ ტურნირზე 1999 და 2005 წლებში მხოლოდ მიწვევით იასპარეზა.
მთავარი მწვრთნელი
იოახიმ ლიოვი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს უკვე 9 წელია ხელმძღვანელობს და მთელი ამ დროის განმავლობაში "ბუნდესნაკრები" ყოველ საერთაშორისო ტურნირზე მინიმუმ ნახევარფინალში მაინც გადიან. კონფედერაციათა თასი კი ლიოვისთვის ახალი გათამაშებაა, რომელზეც პირველად იასპარეზებს და თანაც საკმაოდ ექსპერიმენტალური შემადგენლობით. ლიოვმა 2014 წელს გერმანიას ნანატრი მსოფლიო თასი მოაგებინა, ახლა კი ეცდება, რომ ეს ტიტული რუსეთში წარმატებით დაიცვას. იოახიმმა ბრაზილიაში ყველას ტაუმტკიცა, რომ ძლიერი ტაქტიკოსი და ჭკვიანი სპეციალისტია, მაგრამ მისი არაჰუმანური გამოხტომები ყოველთვის უხერხულ, სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ხოლმე. ლიოვი ყველასათვის კარგად ნაცნობი მთავარი მწვრთნელია, რომელიც ჯერჯერობით გერმანიის ნაკრებს იდეალურად მიუძღვება და კონფედერაციათა თასზე შანსს ახალგაზრდებს აძლევს. იოახიმმა ნაკრების ყველა ლიდერი განაცხადს მიღმა დატოვა, რათა ყველა გამორჩეულ ტალანტს მისცეს შანსი და ვნახოთ როგორ გაამართლებს მისი ეს სვლა.
მთავარი ვარსკვლავი
იმის ფონზე, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ლიდერები ზაფხულში დაისვენებენ, "ბუნდესნაკრების" მთავარი ვარსკვლავი "პსჟ-ს" შემტევი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი იქნება, რომელმაც საფრანგეთში თავისი ოპტიმალური ფორმა დაიბრუნა და სეზონის მეორე ნახევარი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. დრაქსლერი ძალიან ტექნიკური, დახვეწილი მოთამაშეა, მაგრამ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოიყენა. 23 წლის იულიანისთვის კონფედერაციათა თასი იდეალური შესაძლებლობა იქნება, რადგან იოახიმ ლიოვმა მას კაპიტნის სამკლაურიც ჩააბარა და რეალურად აგრძნობინა, რომ გერმანელების ლიდერი სწორედ დრაქსლერი უნდა იყოს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან მშვენიერი თამაში აჩვენა, მაგრამ დრაქსლერისგან უფრო მეტს მოელიან, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტისგან, რომელიც ბოლომდე ვერაფრით გაიხსნა. "პსჟ-ში" მას მართლაც კარგი პერიოდი ჰქონდა, ამიტომ ტურნირს კარგი განწყობითა და კარგი სათამაშო ფორმით ხვდება. "ბუნდესთიმის" ახალგაზრდულ და ექსპერიმენტალურ შემადგენლობაში დრაქსლერი მართლაც ვარსკვლავია, რომელზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ძლიერი მხარე
გერმანიის ეროვნულ ნაკრებს კონფედერაციათა თასზე უდავოდ ყველაზე მრავალფეროვანი შემადგენლობა ეყოლება. აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე იოახიმ ლიოვს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგალითისთვის ავიღოთ ნახევარდაცვის ხაზი. მოედნის ცენტრში სებასტიან რუდი ტიპიური საყრდენია, კარგი პასითა და მებრძოლი ხასიათით, ემრე ჩანი ტექნიკურად უფრო ძლიერი მოთამაშეა, რომელიც ძირითადად შეტევაზე არის ორიენტირებული. პლიუს ამას უნივერსალური კერემ დემირბაი და ლეონ გორეცკა. ორივე მათგანს ნახევარდაცვაში თითქმის ყველგან შეუძლია თამაში. ზემოთხსენებულ ჩანსა და რუდის კი მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუძლიათ მოქმედება. მარჯვენა ფლანგს კი ასევე უნივერსალური იოზუა კიმიხი ამაგრებს, რომელიც ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია. წინა ხაზზე გერმანიის ნაკრებს ორი ძალიან ტექნიკური ტალანტი, იულიან ბრანდტი და ამინ იუნესი ჰყავს, აგრეთვე ლიდერი იულიან დრაქსლერი და ლარს შტინდლი, რომელსაც საოცარი მოედნის ხედვა და პასი აქვს. შტინდლი ტიპიური გამთამაშებელია, ბრანდტი, იუნესი და დრაქსლერი კი ფლანგის მოთამაშეები. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ლიოვის განკარგულებაში ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი სანდრო ვაგნერი და შედარებით რბილი, ტექნიკურად ძლიერი და მრავალმხრივი ტიმო ვერნერია. "ბუნდესნაკრებს" უამრავი ტალანტი ჰყავს, მათი ძლიერი მხარე კი ის არის, რომ თითქმის ყველა უნივერსალია და თანაც განსხვავებული მოცემულობის მქონე მოთამაშეები. ლიოვს დიდი არჩევანი აქვს, რაც სერიოზული ფუფუნება იქნება. ასეთი მრავალფეროვანი და ყოვლისშემძლე გუნდი არცერთ ნაკრებს არ ეყოლება რუსეთში.
სუსტი მხარე
შესაძოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, სუსტი მხარეც სწორედ გერმანიის ეროვნული გუნდის შემადგენლობა იყოს. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ყველა ლიდერი ისვენებს, უბრალოდ იოახიმ ლიოვს მუდმივი როტაცია აქვს განზრახული, რაც საერთო თამაშის ხარისხსა და სტაბილურობაზე იქონიებს გავლენას. კარის ხაზზეც კი ძალიან თანაბარი სიტუაციაა: კევინ ტრაპი, ბერნდ ლენო და ტერ შტეგენი - სამივე შესანიშნავი გოლკიპერია, ამიტომ ლიოვმა შესაძლოა ჯგუფურ ეტაპზე თითოს თითო 90 წუთი მისცეს. იოახიმმა ტურნისი წინ განმარტა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მიზანი ყველა მოთამაშისათვის სათანადო სათამაშო პრაქტიკის მიცემა იქნება, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპტიმალური ფორმის აკრეფვას. შესაძლოა გერმანიამ ყოველ თამაშზე ახალი სასტარტო თერთმეტეული გამოიყვანოს, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდებათ. სავარაუდოდ ლიოვის გეგმაში ახალგაზრდა ტალანტების გამოცდა, მათი საქმეში ხილვა და კონკრეტული თამაშის კონკრეტული სტრატეგიით მოგებაა. გერმანიის ნაკრებს მართლაც უამრავი ტალანტი ეზრდება, მაგრამ შემადგენლობა საკმაოდ ექსპერიმენტალურია, ამიტომ არ არის გამორიცხული, ამან უარყოფითი შედეგი გამოიღოს.
სტატისტიკური მონაცემი
დავით მაღრაძე სპეციალურად XBET.GE-სთვის
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
ასევე იხილეთ
ატვირთე ბილეთი
ექსპ.ექსპერტი | სულ | მოგება | წაგება | % |
---|---|---|---|---|
Lebron | 4055 | 2505 | 1550 | 61.8 |
Legendinho | 160 | 92 | 68 | 57.5 |
Manchester3 | 1 | 1 | 100 | |
oliverkahn | 13 | 8 | 5 | 61.5 |
Perkins | 1172 | 693 | 479 | 59.1 |
Russel | 447 | 286 | 161 | 64 |
StrongMan | 26 | 13 | 13 | 50 |
Xbet.Ge | 112 | 67 | 45 | 59.8 |
# | მომხმ.მომხმარებელი | მოგების % | ქულა |
---|---|---|---|
1 | MSN | 79.2 | 84.3 |
2 | Bcn555 | 60.4 | 81.1 |
3 | agnostic | 63.5 | 71.2 |
4 | maniu333 | 62.3 | 65.8 |
5 | Aleksandre Gachechiladze | 52.9 | 54.3 |
6 | cule_777 | 44.8 | 36.6 |
7 | daubase | 37.6 | 34.3 |
8 | teamwork | 55.4 | 32.6 |
9 | Jamela | 42.7 | 27.3 |
10 | gugson | 38.3 | 22.1 |
# | მომხმ.მომხმარებელი | მოგების % | ქულა |
---|---|---|---|
1 | tony montana | 63.9 | 25.0 |
2 | Racho Eloyan | 81.0 | 22.0 |
3 | gi09 | 70.6 | 18.6 |
4 | besogode | 47.5 | 16.2 |
5 | beqa13beqa13 | 55.6 | 10.6 |
6 | revaza | 66.7 | 10.1 |
7 | mgeluka97 | 52.6 | 8.9 |
8 | QUTATURI | 40.9 | 8.5 |
9 | samba | 100.0 | 7.8 |
10 | otar2507 | 54.2 | 7.8 |
×
ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას