დღის რჩევები

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება და დღეს კიდევ 3 ჯგუფის 9 თამაში გაიმართება.

XBET.GE მორიგ საინტერესო რჩევებს გთავაზობთ, რომელიც იმედია გამოგადგებათ და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ირლანდია - ავსტრია


D ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები იმყოფება, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ერთბაშად 4 ეროვნული გუნდი იბრძვის. პირველ ადგილს 11-11 ქულით სერბეთისა და ირლანდიის ნაკრებებ იყოფენ, შემდეგ კი 7-7 ქულით უელსი და ავსტრია მოდიან.

დღეს ამ ქვეჯგუფში ორი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება, ირლანდიისა და ავსტრიის თამაში კი ერთ-ერთი მათგანია. ეს შეხვედრა ორივე გუნდისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ავსტრიელებისათვის, რომელთაც მხოლოდ გამარჯვება აწყობთ, მარცხი კი ძალიან მძიმე დარტყმა იქნება.

ირლანდიის ნაკრები, რომელიც ტიპიურ ბრიტანულ სტილში თამაშობს, სტანდარტებს ხშირად იყენებს, მათ შორის კუთხურებს. ავსტრიის ნაკრები კი ფლანგებიდან ბევრს უტევს, ამიტომ მათ თამაშებშიც ბევრი კუთხური მოდის.

საერთო ჯამში ირლანდიელებმა 5 თამაშში 20 კუთხური მოაწოდეს (საშუალოდ მატჩში 4), ხოლო ავსტრიელებმა - 32 (საშუალოდ მატჩში 6-ზე მეტი). თუ ამ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდმა ერთად 9.5-ზე მეტი კუთხური უნდა ჩამოაწოდოს.

9.5-ზე მეტ კუთხურს აჭარაბეთზე 1.76 აქვს კოეფიციენტი.

ისრაელი - ალბანეთი


G ჯგუფს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - ესპანეთი და იტალია. შემდეგ კი ისრაელისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები მოდიან, რომელთა შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა, წინ კი ისრაელები არიან.

ისრაელის ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, ალბანელებმა კი ევრო 2016-ს შემდეგ ცოტათი შთაბეჭდილებები გააფუჭეს, თანაც საკმაოდ უხეში თამაშის ჩვენება დაიწყეს.

ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, რომელიც ელბასანში ისრაელმა 3:0 მოიგო, ალბანეთის ნაკრების ორი მოთამაშე მოედნიდან პირდაპირ გააძევეს, კიდევ ორმა კი გაფრთხილება მიიღო. საერთ ჯამში, საწყის 5 ტურში, ალბანელებმა 10 ყვითელი ბარათი მიიღეს, პლიუს ზემოთხსენებული ორი წითელი ბარათი. რაც შეეხება ისრაელს, მათაც 10 ყვითელი მიიღეს, მაგრამ აქედან ნახევარი ანუ 5 ერთ შეხვედრაში (მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ).

გარდა ამისა, ისრაელი ამ თამაშის ფავორიტია და საკუთარ მოედანზე სავარაუდოდ უფრო აქტიურად ეცდება მეტოქეზე ზეწოლის მოხდენას. ალბანელებს კი თავდაცვა მოუწევთ, ამიტომ მათი მხრიდან წესების დარღვევისა და გაფრთხილების მიღების შანსი უფრო მაღალი იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ალბანეთი თითქმის ყოველ თამაშში მინიმუმ 2 გაფრთხილებას იღებს, მოსალოდნელია, რომ დღეს უფრო მეტ ყვითელ ბარათს სწორედ სტუმრები მიიღებენ. ამ პოზიციას აჭარაბეთზე 1.78 აქვს კოეფიციენტი.

ისლანდია - ხორვატია


I ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდებიან. ისლანდიის ეროვნული ნაკრები, რომელსაც 10 ქულა აქვს, 13 ქულიან ხორვატიას მიიღებს და გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ისლანდიელები საკუთარ მოედანზე ყოველთვის შემტევ, გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატია უფრო ძლიერი გუნდია.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისლანდიის ნაკრებ აქტიურად ითამაშებს და 3.5-ზე მეტ დარტმას განახორციელებს. კოეფიციენტი - 2.00.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron 4055 2505 1550 61.8
Legendinho 160 92 68 57.5
Manchester3 1 1 100
oliverkahn 13 8 5 61.5
Perkins 1172 693 479 59.1
Russel 447 286 161 64
StrongMan 26 13 13 50
Xbet.Ge 112 67 45 59.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 MSN 79.2 84.3
2 Bcn555 60.4 81.1
3 agnostic 63.5 71.2
4 maniu333 62.3 65.8
5 Aleksandre Gachechiladze 52.9 54.3
6 cule_777 44.8 36.6
7 daubase 37.6 34.3
8 teamwork 55.4 32.6
9 Jamela 42.7 27.3
10 gugson 38.3 22.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 tony montana 63.9 25.0
2 Racho Eloyan 81.0 22.0
3 gi09 70.6 18.6
4 besogode 47.5 16.2
5 beqa13beqa13 55.6 10.6
6 revaza 66.7 10.1
7 mgeluka97 52.6 8.9
8 QUTATURI 40.9 8.5
9 otar2507 54.2 7.8
10 samba 100.0 7.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას