საჭირო რჩევები ნახევარფინალების წინ

კონფედერაციათა თასის გათამაშება გადამწყვეტ სტადიაში შევიდა და დღეს ნახევარფინალური ეტაპი დაიწყება. უძლიერეს ოთხეულში მსოფლიოს, ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ნაკრებები მოხვდნენ.

ჯგუფურ ეტაპისგან განსხვავებით ფლეი-ოფში გუნდები მაქსიმალური კონცენტრაციითა და მონდომებით ითამაშებენ, ამიტომ პროგნოზების ლოგიკურად გაკეთება უფრო რეალური იქნება.

XBET.GE კი გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც შესაძლოა არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ.

ყველაზე გახსნილი გუნდი


მექსიკის ნაკრები კონფედერაციათა თასზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე არც თუ ისე დამაჯერებელი თამაში აჩვენა. ეს კი პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ ჩრდილო-ამერიკელებს ორგანიზაცია აკლიათ, სამაგიეროდ მათი მატჩები ძალიან სანახაობრივი გამოდის.

მექსიკელთა სამ შეხვედრაში საერთო ჯამში 10 ბურთი გავიდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ხუან კარლოს ოსორიოს გუნდი გახსნილ, ლაღ ფეხბურთს არის მიჩვეული, ამიტომ მეტოქესაც აძლევს შანსებს, თავად კი ასევე აქტიურად აწუხებს მოწინააღმდეგეს.

ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა დარჩენილ ოთხ გუნდს შორის სწორედ მექსიკის ნაკრების თამაშებში დაფიქსირდა - 31, საიდანაც 20 თავად მექსიკელებზე მოდის.

ტური
თამაში
კარში დარტყმების რაოდენობა
I
პორტუგალია 2:2 მექსიკა
5-3
II
მექსიკა 2:1 ახალი ზელანდია
10-4
III
მექსიკა 2:1 რუსეთი
7-2

ყველაზე შემტევი გუნდი


კონფედერაციათა თასის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლის გატანა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა, შესაბამისად გერმანიისა და პორტუგალიის ეროვნულმა გუნდებმა მოახერხეს. ორივე ნაკრებმა 7-7 ბურთი გაიტანა, მაგრამ "ბუნდესნაკრების" თამაშებში არასტაბილურობა შეიმჩნეოდა, რის გამოც ზოგჯერ თამაში ტემპს კარგავდა და მოსაწყენი ხდებოდა. მაგალითისთვის ჩილესთან თამაშის მეორე ტაიმი და კამერუნთან პირველი ნახევარიც საკმარისია.

აი პორტუგალიელები კი ყოველ შეხვედრაში კარგ სანახაობას გვთავაზობენ. შესაძლოა ფერნანდუ სანტუშის გუნდი კვლავ ორგანიზებულ, კომპაქტურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ევრო 2016-ს ფლეი-ოფისგან განსხვავებით, დაცვაში გაცილებით ნაკლებ დროს ატარებს. შესაძლოა პორტუგალია მეორე ნომრად დადგეს, მაგრამ ძალიან სახიფათო და სწრაფი კონტრშეტევების წყალობით მაინც დიდი დრო გაატაროს წინა ხაზზე.

რატომ არის პორტუგალია ყველაზე შემტევი გუნდი? იმიტომ, რომ "სელესაომ" ტურნირზე ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელა - 23, რაც 3 თამაშისათვის ჩინებული მაჩვენებელია.

პორტუგალიამ ბოლო ორი თამაში დაცვაშიც ჩინებულად იმუშავა და მეტოქეებს არაფრის შექმნის უფლება არ მისცა, მაგრამ თავად ეფექტურად უტევდა და ბევრ ხიფათს ქმნიდა.

ტური
თამაში
კარში დარტყმების რაოდენობა
I
პორტუგალია 2:2 მექსიკა
5-3
II
რუსეთი 0:1 პორტუგალია
0-6
III
ახალი ზელანდია 0:4 პორტუგალია
3-12

ყველაზე უხეში გუნდი


ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე უხეში გუნდი ხუან ანტონიო პიცის ჩილეს ნაკრები იყო, რადგან სამხრეთ ამერიკელების შემადგენლობაში ბევრი საკმაოდ ხისტი ფეხბურთელია, გარი მედელის, გონსალო ხარასა და არტურო ვიდალის ჩათვლით. ჩილელებმა 3 თამაშში 5 გაფრთხილება მიიღეს და თამაშის წესები ყველაზე მეტჯერ დაარღვიეს - 37 დარღვევა.

ჯგუფურ ეტაპზე კოპა ამერიკის ბოლო ორგზის გამარჯვებულმა საკმაოდ არადამაჯერებელი თამაში აჩვენა და ამის გამო მათ უფრო ხშირად უწევდათ მეტოქის შეტევების წესების დარღვევით შეჩერება.

ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი პორტუგალიის ნაკრებმა მიიღო - 6. ხოლო წესები პორტუგალიელებმა 33-ჯერ დაარღვიეს. ასე, რომ პორტუგალია-ჩილეს თამაშისათვის აქედანვე შეგიძლიათ მოინიშნოთ ორი პროგნოზი: ბარათების მეტობა და ჯარიმების მეტობა.

კუთხურების სიმცირე

კონფედერაციათა თასის ნახევარფინალისტების თამაშში კუთხურების სიმცირე შეინიშნება. პორტუგალიამ, მექსიკამ, გერმანიამ და ჩილემ საერთო ჯამში ჯგუფურ ეტაპზე 10 მატჩი გამართეს, საიდანაც 10 ან მეტი კუთხური მხოლოდ 3 შეხვედრაში ჩამოწოდდა, აქედან 2 თამაშში კი აუტსაიდერი გამოკვეთილი იყო და ის ახალი ზელანდიის ნაკრები გახლდათ. გამოდის, რომ ტურნირის მთავარი ფავორიტები საკმაოდ ცოტა კუთხურს აწვდიან.

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი კუთხური ევროპის ჩემპიონებმა ჩააწოდეს - 16, მაგრამ აქედან 12 მხოლოდ ახალი ზელანდიის წინააღმდეგ. გერმანიამ და ჩილემ 11-11 კუთხური ჩამოაწოდეს, მექსიკამ კი მხოლოდ - 10 და რუსეთთან ბოლო ტურის მატჩში საერთოდ არცერთი კუთხური არ დაფიქსირებულა.

ასე, რომ ეს სტატისტიკური მონაცემი შეგიძლიათ სათქვენოდ გამოიყენოთ და ნახერფინალურ თამაშებზე კუთხურების ნაკლებობაზე თამამად ითამაშოთ.

ყველაზე უხვგოლიანი სტადიონი



კონფედერაციათა თასის გათამაშება 4 ქალაქში მიმდინარეობს, საიდანაც ყველაზე მეტი ბურთი ჯერჯერობით სოჭში, "ფიშტის ოლიმპიურ არენაზე" გადის. თითო სტადიონზე 3 მატჩი გაიმართა და სოჭში სამივე შეხვედრაში მეტი (2.5>) გოლი გავიდა.

"ფიშტის ოლიმპიურ არენაზე" საერთო ჯამში 12 ბურთი გავიდა და ამ სტადიონზე გერმანიამ ორჯერ მშვენიერი სანახაობა დადგა. ჯერ ავსტრლიასთან პირველ ტურში (3:2), შემდეგ კი ბოლო ტურში კამერუნთან მეორე ნახევარში (3:1). მესამე თამაში კი ამ სტადიონზე მექსიკამ და ახალმა ზელანდიამ ჩაატარეს. შეხვედრა ასევე ძალიან სანახაობრივი, დაძაბული გამოდგა და სამხრეთ ამერიკელებმა 2:1 იმარჯვეს.

რომელი ნახევარფინალი იმართება სოჭში? რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრების მონაწილეობით, რომელიც მექსიკას შეხვდება. სავსებით ლოგიკური იქნება თუ "ფიშტის ოლიმპიურ არენაზე" კვლავ ბევრი ბურთი გავა და თანაც ამას ორივე გუნდი მოახერხებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron 4055 2505 1550 61.8
Legendinho 160 92 68 57.5
Manchester3 1 1 100
oliverkahn 13 8 5 61.5
Perkins 1172 693 479 59.1
Russel 447 286 161 64
StrongMan 26 13 13 50
Xbet.Ge 112 67 45 59.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 MSN 79.2 84.3
2 Bcn555 60.4 81.1
3 agnostic 63.5 71.2
4 maniu333 62.3 65.8
5 Aleksandre Gachechiladze 52.9 54.3
6 cule_777 44.8 36.6
7 daubase 37.6 34.3
8 teamwork 55.4 32.6
9 Jamela 42.7 27.3
10 gugson 38.3 22.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 tony montana 63.9 25.0
2 Racho Eloyan 81.0 22.0
3 gi09 70.6 18.6
4 besogode 47.5 16.2
5 beqa13beqa13 55.6 10.6
6 revaza 66.7 10.1
7 mgeluka97 52.6 8.9
8 QUTATURI 40.9 8.5
9 otar2507 54.2 7.8
10 samba 100.0 7.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას