რამდენიმე რჩევა ექსპერტისგან

ფეხბურთი არა მხოლოდ „სპორტული სამყაროს ეპიცენტრი“, არამედ სპორტის ის სახეობაა, სადაც ასტრონომიული თანხა ტრიალებს. გულშემატკივრები, ამა თუ იმ თამაშზე, (ინტერესის შენარჩუნების მიზნით), შეძლებისდაგვარად, ფსონებს ათავსებენ.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თემით დაინტერესებული ხარ და სერიოზულად ფიქრობ, რომ ფსონის საშუალებით დიდი თანხის მოგება შეგიძლია, ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია დაგეხმარება.


პირველ რიგში, სწორად უნდა გავიაზროთ, რა ვარიანტები გვაქვს იმ ქვეყანაში, სადაც ვიმყოფებით. მაგალითად, თუ ამერიკაში არჩევანის გაკეთების დიდი საშუალებაა, ამ მხირვ, სხვაგან შეიძლება შეიზღუდო.


ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ ფსონის საშუალებით ფულის მოგება გვსურს. საიდან დავიწყოთ? - პირველ ყოვლისა, ჩვენთვის სასურველი ბუკმეიკერული კომპანია უნდა შევარჩიოთ. ინტერნეტსივრცეში, ამ სფეროს განხრით, ბევრი ვებ-საიტი არსებობს, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. არსებული მომხმარებლის შენარჩუნების და ახლების მოზიდვის მიზნით, იქმნება ახალი აქციები, რუბრიკები, სხვადასხვა სახის გათამაშებები, რაც აღნიშნული კომპანიის „პოპულარობას“ ყოველდღიურად ზრდის.


რასაკვირველია, არსებობს ისეთი საიტებიც, რომელთა რეპუტაცია ბოლომდე შელახულია. ამ შემთხვევაში გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ და სიტუაცია სწორად შევაფასოთ - ასეთ პირობებში, სარგებელს ვერ ვნახავთ.

არჩევანი იმ კომპანიაზე უნდა შევაჩეროთ, რომელიც მოგვაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას, რომლის შინაარსი, სათამაშო ბიზნესზეა დაფუძნებული. თავიდანვე კარგად უნდა გავერკვეთ, ფულის მოგების შემთხვევაში, როგორ შევძლებთ თანხის გამოტანას და რამდენ ხანში იქნება ეს შესაძლებელი..


სანამ მიზანს მივაღწევდეთ და ნანატრ ფულს მოვიგებდეთ, ამისთვის გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებაა საჭირო. ფსონის განთავსების შემთხვევაში, კარგად უნდა გვესმოდეს გუნდების წინასამატჩო და სატურნირო მდგომარეობები, თითოეულის დანაკლისი, სათამაშო ფორმა თუ სხვა.. აღნიშნული ინფორმაციების მიღების შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს, დასკვნების გამოტანა გაგვიადვილდება და სწორი მსჯელობის ხარჯზე სავარაუდო შედეგამდე მივალთ.


რა თქმა უნდა, ისეთ ჩემპიონატებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ და მასში მონაწილე ნებისმიერ გუნდს, გარკვეულწილად ვიცნობთ. ასე რომ, გადაწყვეტილება კოეფიციენტების მიხედვით კი არა, არამედ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მივიღოთ. მაგალითისთვის შეგვიძლია შემდეგი, ძალიან მარტივი ვარიანტი განვიხილოთ:


ვთქვათ, „ბარსელონა“ ეთამაშება „მალაგას“, რამდენიმე დღეში კი ჩემპიონთა ლიგაზე, „ბაიერნთან“ ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. ერთი შეხედვით, კატალონიელები ფავორიტები არიან და ლოგიკურად, უნდა მოიგონ, თუმცა ის ფაქტი, რომ გუნდს სულ მალე პრინციპული მატჩი ელის, ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს. მოკლედ, რომ ვთქვათ, დიდია ალბათობა იმისა, რომ უპირობო ფავორიტი ჩემპიონთა ლიგისთვის ძალებს დაზოგავს და ლა ლიგის მატჩში, აქცენტს მხოლოდ და მხოლოდ ბურთის ფლობაზე შეაჩერებს. შესაბამისად, „ბარსასგან“ მოსალოდნელ გოლების წვიმას კი არა, ჩაკეტილ ფეხბურთს უნდა ველოდოთ.


სანამ ფსონს განვათავსებთ, უნდა ვიცოდეთ თუ რა სტილის ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას ესა თუ ის გუნდი. კარგი პროგნოზის გასაკეთებლად, ინფორმაცია უნდა გვქონდეს რა მნიშვნელობის მატარებელია ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისით - ამაში იგულისხმება, რამდენად მოტივირებულია კლუბი, რომ აღნიშნულ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი ქულების მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლოს.. უნდა ვიცნობდეთ მთავარი მწვრთნელების თავისებურებებს, რომ მათ ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებს, საბოლოოდ ჩვენი ფული არ შეეწიროს. თამაშამდე, უნდა გადავამოწმოთ გუნდების სათამაშო განლაგება, რაც გარკვეულწილად მიგვანიშნებს, როგორი ინტენსიურობის შეხვედრა უნდა წარიმართოს.


რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფსონი, ყოველთვის მომგებიანი იქნება. სპორტში, მითუმეტეს ფეხბურთში, ხშირია სენსაციები, რომელთა გამოცნობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი წარმატების შანსი, უფრო და უფრო იზრდება.


იხილეთ დღევანდელი პროგნოზებიскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron 4627 2841 1786 61.4
Legendinho 160 92 68 57.5
Manchester3 1 1 100
oliverkahn 13 8 5 61.5
Perkins 1220 721 499 59.1
Russel 447 286 161 64
StrongMan 26 13 13 50
Xbet.Ge 112 67 45 59.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 MSN 79.2 84.3
2 Bcn555 60.4 81.1
3 agnostic 63.5 71.2
4 maniu333 62.3 65.8
5 Aleksandre Gachechiladze 52.9 54.3
6 cule_777 44.8 36.6
7 daubase 37.6 34.3
8 teamwork 55.4 32.6
9 Jamela 42.7 27.3
10 gugson 38.3 22.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 tony montana 63.9 25.0
2 Racho Eloyan 81.0 22.0
3 gi09 70.6 18.6
4 besogode 47.5 16.2
5 beqa13beqa13 55.6 10.6
6 revaza 66.7 10.1
7 mgeluka97 52.6 8.9
8 QUTATURI 40.9 8.5
9 samba 100.0 7.8
10 otar2507 54.2 7.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას