პსჟ - ბარსელონა
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდგომ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი განახლდება. მერვედფინალურ რაუნდში, ფრანგული "პსჟ" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
პსჟ
პარიზული კლუბი, ბოლო წლების განმავლობაში მშობლიურ ჩემპიონატში დომინირებს და ტიტულის მოგებას უპრობლემოდ ახერხებს. მიუხედავად ამისა, "პსჟ" ისეთ გრანდიოზულ ევროტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, ვერა და ვერ ახერხებს წარმატებულად თამაშს. შესაბამისად, ამ ფაქტით უკმაყოფილო ხელმძღვანელობამ, ლორან ბლანი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა და ის "სევილიას" ექს-მწვრთნელით, უნაი ემერით ჩაანაცვლა. ემერით, რომელმაც ანდალუსიურ კლუბთან ერთად, ევროპა ლიგის თასი 3-ჯერ მოიგო.
ესპანელი სპეციალისტის ხელში, "პსჟ"-ს სათამაშო ფილოსოფია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდიდან წასვლამ, რა თქმა უნდა დიდი გადაადგილებები გამოიწვია. სიტუაციის დასალაგებლად, ემერის კარგა ხანი დასჭირდა, თუმცა ბოლო პერიოდში, ფრანგული კლუბის თამაშში ძალიან დიდი პოტენციალი იგრძნობა.
პირველ წრეში დაკარგული ქულების წყალობით, "პსჟ" ლიგა 1-ის განვლილი 25 ტურის შემდეგ, 55 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს და ერთპიროვნულ ლიდერ "მონაკოს" 3 ქულით ჩამორჩება. ამ უკანასკნელთა სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, დიდია ალბათობა იმისა, რომ "პსჟ"-ს ბოლოდროინდელი ჰეგემონია შეწყდება..
"პარკ დე პრენსზე" "პსჟ" შეუდარებლად თამაშობს. საოცარია, რომ ფრანგული კლუბი შინ ბოლოს 2015 წლის აპრილში, სწორედ "ბარსელონასთან" დამარცხდა. აღნიშული ფაქტი კარგად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ასპარეზობენ პარიზელები ამ მოედანზე.
"პსჟ"-ს კარგად ორგანიზებული დაცვა და კრეატიული შემტევი ხაზი ჰყავს. იულიან დრაქსლერის მოსვლა, გუნდზე ძალიან კარგად აისახა. კონკურენციის ფონზე, საგრძნობლად მოუმატა ლუკასმა, რომელიც ფაქტობრივად, შეუცვლელად თამაშობს. სხვათაშორის, ფრანგთა რიგებში ამ დრომდე, მოედანზე ყველაზე დიდი ხანი სწორედ ბრაზილიელმა დაჰყო.
"პსჟ" აღნიშნულ დაპირისპირებას ოპტიმალურ ფორმაში ხვდება. გუნდი აგერ უკვე 12 შეხვედრაა არ დამარცხებულა, საიდანაც 11-ჯერ გაიმარჯვა, 37 გოლი გაიტანა, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ 4 გაუშვა.
ფრანგთა დანაკლისი დღეს მნიშვნელოვანი, თუმცა მინიმალურია. ტრავმის გამო, "ბარსელონასთან" მატჩს კრიხოვიაკი გამოტოვებს. ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა, ითამაშებს თუ არა პასტორე.
ბარსელონა
ოპონენტის მსგავსად, ძალიან კარგ ფორმაშია კატალონიის "ბარსელონა", რომელიც პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში "ალავესს" დაუპირისპრიდა და არც თუ სუსტი მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით, 0:6 დაამარცხა. განვლილი 22 ტურის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" 48 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან და მადრიდის "რეალს" ერთი ქულით ჩამორჩებიან, რომელსაც 2 შეხვედრა თადარიგში აქვს.
"ბარსელონას" ბოლოდრინდელი სათამაშო ფორმა ოპტიმალურია. კატალონიურმა კლუბმა უკანასკნელი 10 მატჩიდან, 8-ჯერ გაიმარჯვა, 2 შემთხვევაში კი საყაიმო ანგარიში დააფიქსირა.
ბრწყინვალე ფორმაშია ლეო მესი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლუის სუარესსა და ნეიმარზე. დიდ ხნიანი პაუზის შემდგომ, ვარჯიში განაახლეს სერხიო ბუსკეტსმა და ანდრეს ინიესტამ, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან. ტრავმების გამო, ამ პრინციპულ მატჩს ალეიშ ვიდალი, არდა თურანი და ხავიერ მასკერანო გამოტოვებენ. ყველა დანარჩენი მოთამაშე მწყობრშია.
მიმდინარე სეზონში, "ბარსელონა" გასვლაზე განსაკუთრებულად კარგად თამაშობს. საინტერესოა, რომ სტუმრად მოპოვებული ქულების მხრივ, "ბარსა" ლიგაში საუკეთესოა. "პსჟ"-სთან დაპირისპირებას რაც შეეხება, კატალონიელები დღევანდელ მეტოქეს ბოლოს 2015 წელს დაუპირისპირდნენ და ამავე არენაზე, მასპინძლები საკმაოდ მარტივად, 1:3 დაამარცხეს.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: ტრაპი - მარკინიოსი, სილვა, ორიე, კურჟავა - რაბიო, მატუიდი, ვერატი - დი მარია, კავანი, მოურა.
ბარსელონა: ტერ შტეგენი - რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი.
პროგნოზი
ორივე გუნდი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს. შინ მოთამაშე "პსჟ" ვალდებულია, რომ "ბარსელონა" დაამარცხოს და "ნოუ კამპზე" გარკვეული უპირატესობით გაემგზავროს, ამიტომ მათგან თავიდანვე შემტევ ფეხბურთს უნდა ველოდოთ. თავის მხრივ, სტუმრად გატანილი გოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, "ბარსელონა" სასურველი შედეგის დაფიქსირებას შეეცდება.
ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის, დიდებულად მოასპარეზე "ბარსელონა" პარიზში მინიმუმ არ წააგებს. (X2)
მატჩის საყურებელი ლინკები იხილეთ აქ - sports-live.tv
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
1.36
1.36
1.35

მოიწონეთ XBET.GE-ს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე.
ექსპერტი LeBron. იხილეთ მისი სხვა პროგნოზებიც.

ატვირთე ბილეთი
ტორინო - ჯენოა
1
2.10
ბოლონია - უდინეზე
2
3.10
საერთო კოეფ.: 6.51
საერთო კოეფ.: 9.62
ექსპ.ექსპერტი | სულ | მოგება | წაგება | % |
---|---|---|---|---|
Lebron | 2941 | 1818 | 1123 | 61.8 |
Legendinho | 160 | 92 | 68 | 57.5 |
Manchester3 | 1 | 1 | 100 | |
Perkins | 1058 | 621 | 437 | 58.7 |
Russel | 447 | 286 | 161 | 64 |
StrongMan | 26 | 13 | 13 | 50 |
Xbet.Ge | 112 | 67 | 45 | 59.8 |
# | მომხმ.მომხმარებელი | მოგების % | ქულა |
---|---|---|---|
1 | MSN | 79.2 | 84.3 |
2 | Bcn555 | 60.4 | 81.1 |
3 | agnostic | 63.5 | 71.2 |
4 | maniu333 | 62.3 | 65.8 |
5 | Aleksandre Gachechiladze | 52.9 | 54.3 |
6 | cule_777 | 44.8 | 36.6 |
7 | daubase | 37.6 | 34.3 |
8 | teamwork | 55.4 | 32.6 |
9 | Jamela | 42.7 | 27.3 |
10 | gugson | 38.3 | 22.1 |
# | მომხმ.მომხმარებელი | მოგების % | ქულა |
---|---|---|---|
1 | tony montana | 63.9 | 25.0 |
2 | Racho Eloyan | 81.0 | 22.0 |
3 | gi09 | 70.6 | 18.6 |
4 | besogode | 47.5 | 16.2 |
5 | beqa13beqa13 | 55.6 | 10.6 |
6 | revaza | 66.7 | 10.1 |
7 | mgeluka97 | 52.6 | 8.9 |
8 | QUTATURI | 40.9 | 8.5 |
9 | samba | 100.0 | 7.8 |
10 | otar2507 | 54.2 | 7.8 |

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას