Bet365 მსოფლიოში უმსხვილესი ბუკმეკერია, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყანაში. კომპანია 2001 წელს, დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა, დღეს კი მისი წლიური ბრუნვა 1,5 მილიარდ ფუნტს უტოლდება, მსოფლიოს მასშტაბით, Bet365-ში 3000–მდე ადამიანია დასაქმებული. 

ფსონის დადება Bet365-ზე
Bet365-ის 50,1%–იან წილს კომპანიის დამაარსებელი, დენის კოუტსი ფლობს. კაზინო და ტოტალიზატორი ლიცენზირებულია დიდი ბრიტანეთის გემბლინგის კომისიის მიერ (#000875). კომპანია ფლობს ტოტალიზატორის LIVE უნიკალურ სისტემას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთდროულად რამდენიმე მატჩს მიადევნოს თვალი პირდაპირ ეთერში და ამავდროულად, ფსონი განათავსოს მათზე. კომპანიას გააჩნია Thawte SSL დაცვის სერთიფიკატი, ანუ შანსი იმისა, რომ თქვენი ანგარიშიდან თანხა დაიკარგება, ფაქტობრივად 0–ის ტოლია. Bet365-ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ფსონების არჩევანი (ცოცხალი), ასევე აქ, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ პროგნოზი სპორტის და ელექტრონული სპორტის ნებისმიერ სახეობაზე, მათ შორის საქართველოს უმაღლეს ლიგაზეც.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
საბუკმეიკერო კანტორა Bet365–ის ვებსაიტი

Bet365–ის საიტი სამწუხაროდ ქართულ ენაზე არ არის ნათარგმნი (არც რუსულად), ეს ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც ქართველები აქ არ ხსნიან ანგარიშს. თუმცა, თუ საბუკმეიკერო ტერმინები კარგად იცით და ინგლისურ ენასაც ფლობთ, მაშინ Bet365 ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია სათამაშოდ. საიტი მოწყობილია ძალიან მარტივი სტრუქტურით, ზედმეტი დეტალების გარეშე. პრინციპში, დიზაინი სტანდარტულია, თანამედროვეობის სხვა საბუკმეიკერო კანტორების იდენტური. მარცხნივ განლაგებულია სპორტის სახეობები, ცენტრალური ნაწილი უკავია "ცოცხალ" და პოპულარულ მოვლენებს. მარჯვენა მხარეს მდებარეობს ფსონის დასადები ბლოკი. უნდა ითქვას, რომ კოეფიციენტები მოცემულია არა ჩვენთვის სტანდარტული სახით, არამედ ევროპული სტილით, რაც ცოტათი ართულებს პროცესს.

ფსონების დადება

Bet365–ზე მოვლენების უდიდესი არჩევანია, ფსონის დადება შეგიძლიათ ყველაფერზე. დიდი პოპულარობით სარგებლობს ფეხბურთი, განსაკუთრებით კი ინგლისური, რომელსაც ფსონების მდიდარი არჩევანი აქვს. Bet365–ს აქვს მაღალი კოეფიციენტები, რაც აზარტის მოყვარულებს იზიდავს.


რეგისტრაცია

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც შესაძლოა ქართველი და "დსთ"–ს ქვეყნების მომხმარებლები გადააწყდნენ არის – Bet365–ზე რეგისტრაცია. აქ შეცდომა არ უნდა დაუშვათ. თქვენი სახელი შეიყვანეთ ლათინური ასოებით, ასევე, აუცილებლად მიუთიეთ ნამდვილი ტელეფონის ნომერი. თუ რომელიმე ველი არასწორად იქნება შევსებული, მაშინ თანხის გამოტანის დროს სირთულეები შეგექმნებათ. საქართველოს და "დსთ"–ს ქვეყნებისთვის საბონუსე სისტემა არ მუშაობს.

გადახდის საშუალებები

მართალია, Bet365–ზე თანხის მიღების ბევრი საშუალება არ არის წარმოდგენილი, თუმცა ყველა მეთოდი ყველა აღმოსავლეთ–ევროპელი მოთამაშისთვის მისაღებია. მაგალითად, არ არის Webmoney, თუმცა არის Skrill, Visa/MasterCard, Qiwi, Neteller. თანხის გამოტანის დროს სირთულეები არ შეიქმნება. უნდა ითქვას, რომ თანხის ჩარიცხვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება – დაახლოებით 21 დღე.

ვერ შევდივარ Bet365–ის საიტზე, საიტი დაბლოკილია

იმ შეთხვევაში, თუ Bet365–ზე წვდომა შეზღუდული გაქვთ, ანუ ვერ ახერხებთ საიტზე შესვლას, მაშინ შესაძლებელია რამდენიმე ხრიკის გამოყენება:

– დააყენეთ ბროუზერი Tor
- გამოიყენეთ VPN (მაგალითად Hola, ან მოძებნეთ Google–ში: Free VPN)
- ბროუზერის გაფართოებების დაყენება
– სისტემური ცვლილებები

Bet365–ის მობილური ვერსია

Bet365–ზე თამაში შესაძლებელია მობილური ტელეფონებითაც, როგორც IOS–ის, ასევე Android–ის აპლიკაციებით. ამისათვის აუცილებელია ჩაიწეროთ აპლიკაცია განყოფილებიდან «Mobile». აპლიკაციის დაყენების შემდეგ, შესაძლებელია არა მარტო ფსონების დადება, არამედ პირდაპირ ტრანსლაციების ყურებაც. გარდა ამისა, შესაძლებელია ბონუსის მიღება, თუ ანგარიშს შექმნით Bet365–ის აპლიკაციიდან. საიტის მობილური ვერსიის მისამართი – mobile.bet365.com.

Bet365–ის დახმარების სერვისი

იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ დახმარების ცენტრთან დაკავშირება, საჭიროა იცოდეთ ინგლისური ენა მინიმალურ დონეზე მაინც. სხვა ენაზე დაწერილ წერილებს არ მიიღებენ. თუ Bet365–ის წარმომადგენლები სატელეფონო ზარით დაგიკავშირდებიან, მაგალითად იმისთვის, რომ დაადასტუროთ თქვენი პირადი მონაცემები, მაგრამ თქვენ ინგლისურ ენაზე ვერ შეძლებთ ლაპარაკს და ყურმილს დაკიდებთ, მაშინ დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში უნდა დაელოდოთ E-mail–ზე პასუხს შორეული ინგლისიდან. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისურად ნორმალურად საუბრობთ, მაშინ გარწმუნებთ რომ Bet365–თან არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.

დასკვნა

Bet365–ის მთავარი ბარიერი არის ენა. გამოცდილი მოთამაშეები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კარგად იცნობენ Bet365–ის რეგლამენტს, მას ასახელებენ საუკეთესო საბუკმეიკერო კანტორად, რადგან აქვს მაღალი კოეფიციენტები, მოვლენების ფართო არჩევანი და მაქსიმალური სათამაშო ლიმიტები.


bwin - ევროპული დონის ტოტალიზატორი

უპირატესობები და შეთავაზებები

1Xbet - ფსონები ონლაინ სპორტზე

უპირატესობები და შეთავაზებები

William Hill - ყველაზე ავტორიტეტული ბუკმეკერი

უპირატესობები და შეთავაზებები

Bet 365 - ყველაზე დიდი ბუკმეიკერული კომპანია

უპირატესობები და შეთავაზებები



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron 4621 2838 1783 61.4
Legendinho 160 92 68 57.5
Manchester3 1 1 100
oliverkahn 13 8 5 61.5
Perkins 1215 719 496 59.2
Russel 447 286 161 64
StrongMan 26 13 13 50
Xbet.Ge 112 67 45 59.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 MSN 79.2 84.3
2 Bcn555 60.4 81.1
3 agnostic 63.5 71.2
4 maniu333 62.3 65.8
5 Aleksandre Gachechiladze 52.9 54.3
6 cule_777 44.8 36.6
7 daubase 37.6 34.3
8 teamwork 55.4 32.6
9 Jamela 42.7 27.3
10 gugson 38.3 22.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1 tony montana 63.9 25.0
2 Racho Eloyan 81.0 22.0
3 gi09 70.6 18.6
4 besogode 47.5 16.2
5 beqa13beqa13 55.6 10.6
6 revaza 66.7 10.1
7 mgeluka97 52.6 8.9
8 QUTATURI 40.9 8.5
9 samba 100.0 7.8
10 otar2507 54.2 7.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას