როგორ ვითამაშოთ ტოტალიზატორში? » Xbet.Ge - უფასო პროგნოზები

როგორ ვითამაშოთ ტოტალიზატორში?

უფასო სპორტული პროგნოზების საიტი XBET.GE განახლებული დიზაინით, სტრუქტურით და ძველებური შემართებით გიბრუნდებათ. თუკი ტოტალიზატორში აქტიურად თამაშობ, მაშინ ეს ვებ-გვერდი სწორედ ისაა, რომელიც შეგიძლია ჭკვიანურად გამოიყენო. ხაზს ვუსვამთ, ეს არ არის საიტი, რომელიც აუცილებელი გარანტია მოგების, თუმცა ფაქტი, რომ აქ ნორმალურად განხილული მატჩები, პლუს პროგნოზები იდება ყოველდღიურად და რომ მომხმარებლის აქტიურობა მაღალია - ნამდვილად არის იმის წინაპირობა, რომ კონკრეტული ბილეთის შედგენის დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო!
ჩვენი ვებ-გვერდის ერთ-ერთი სიახლე არის "ბლოგი". ჩვენი ექსპერტები შეეცდებიან პერიოდულად მოგაწოდონ საინტერესო სტრატეგიული სტატიები, რომელთა დახმარებითაც უკეთ შეძლებთ თამაშს.

სტრატეგია #1 - ანგარიშის გამეორება

მაგალითად: მიმდინარეობს მატჩი "ჩელსი" - "არსენალი, პირველი ტაიმი დასრულდა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ... ანგარიშია 0:0 (!) ამ დროს თვალი უნდა გადავავლოთ გუნდების ბოლო თამაშებს. ყურადღება მიაქციეთ (!!!) საუბარია მხოლოდ რეგულარული ჩემპიონატის მატჩებზე. ერთ-ერთ გუნდს ბოლო შეხვედრა 0:0 ჰქონდა ნათამაშები, ესე იგი, მიმდინარე მატჩის მეორე ტაიმში ალბათობა იმისა, რომ ეს გუნდი გოლს გაიტანს - იზრდება. არის შემთხვევები, როცა ორივე გუნდს ბოლო შეხვედრები უგოლოდ აქვთ დასრულებული. უფრო იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება, რომ რომელიმე გუნდს ბოლო 2 მატჩში საერთოდ არ აქვს გოლი გატანილი. საუბარია არა მხოლოდ უგოლო ფრეზე, არამედ "მშრალად" წაგებაზე. შანსი იმისა, რომ მეორე ტაიმში გოლი გავა - დიდია. როგორც წესი, შესვენებაზე ასეთ დროს ბუკმეიკერები 1.2 კოეფიციენტს გვთავაზობენ. იმ შემთხვევაში, თუ გოლი მეორე ტაიმის საწყის წუთებში გადის, ისევ უნდა გადავხედოთ კლუბების ბოლო მატჩებს - შეიძლება ერთ-ერთ მათგანს ბოლო შეხვედრა 1:0 ან 0:1 აქვს დამთავრებული, ასეთ შემთხვევაში კვლავ "ანგარიშის გამეორება" მიდის და მეორე გოლის გატანის შანსი იზრდება.

სტრატეგია #2 - ტაიმის (პერიოდის) შედეგიანობა

ალბათ ბევრს შემჩნეული გაქვთ, როცა პირველ ტაიმში (პერიოდში) ორი ან სამი გოლი გადის, შანსი იმის, რომ შემდეგშიც (შემდეგ მატჩში ამ გუნდების მონაწილეობით) ეს განმეორდება ძალიან მცირეა. ანალოგიურად - თუ შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა - მომდევნო მატჩის პირველ ნახევარში ამ გუნდების მონაწილეობით შესაძლოა ბევრი გოლი ვიხილოთ.
ვაკონკრეტებთ - საუბარია კონკრეტული ორი გუნდის ბოლო თამაშების შედეგებზე.

სტრატეგია #3 - ხანგრძლივი სერია

ტოტალიზატორში აქტიურად მოთამაშეებისთვის ეს თემაც კარგად ნაცნობია. "ხანგრძლივი სერია" რამდენიმე ტიპის არსებობს, მაგალითად: მოგებათა სერია, წაგებათა სერია, ფრე, უგოლო... ამ შემთხვევაში განვიხილოთ ერთ-ერთი აუტსაიდერის მაგალითი, რომელსაც ბოლო 4 ან 5 თამაში ზედიზედ არ მოუგია და წინ ფავორიტთან, უფრო ძლიერ და გამოცდილ გუნდთან უწევს დაპირისპირება. ამ დროს ღირს გარისკვა და აუტსაიდერის გოლის "დაწერა". რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა საშინაო მატჩი, ან წითელი ბარათი. გადაავლეთ თვალი, რა მდგომარეობაშია კონკრეტული თამაშის წინ აუტსაიდერი კლუბის შემადგენლობა, ხომ არ ჰყავს დისკვალიფიცირებული ერთ-ერთი ლიდერი და ა.შ. გაიხსენეთ, არაერთხელ დაუმარცხებიათ სუსტ გუნდებს "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი" და მსგავსი დონის დიდი კლუბები!

სტრატეგია #4 - გოლების რაოდენობის გამეორება

ეს უფრო ჰოკეის ეხება, ვიდრე - ფეხბურთს. მაგალითად: ერთ-ერთ გუნდს ბოლო მატჩში მხოლოდ ერთი შაიბა აქვს გატანილი და მიმდინარე თამაშში უკვე გაიტანა ერთხელ... ალბათობა იმის, რომ ეს გუნდი კიდევ გაიტანს 90%-ია. შეიძლება გაიტანოს კიდევ ერთხელ ან ორჯერ - მაგრამ არა მეტჯერ. 3 და მეტი შაიბის დაწერა ამ შემთხვევაში არ ღირს - დიდი რისკია! პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ დრო არ ეყოფა.

სტრატეგია #5 - წითელი ბარათები

ამ ფაქტორის გამოყენება ჭკვიანურად შეიძლება ბილეთის შედგენის დროს. არ არის გამორიცხული, რომელიმე გუნდი სპეციალურად "წავიდეს" წითელი ბარათის მისაღებად. ცუდი არ იქნება თუ მიაგნებთ ისეთ 2 გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც ფეხბურთელებმა წინა მატჩში მიიღეს წითელი ბარათები. ალბათობა, რომ ამ მატჩი მინიმუმ 1 მოთამაშეს გააძევებენ საკმაოდ დიდია.

სტრატეგია #6 - გოლი პირველ ტაიმში

პირველ ტაიმში გოლი მეტად სავარაუდოა, თუ კონკრეტული ტურის წინა შეხვედრების პირველ ტაიმებში გოლი არ გასულა, ხოლო თუ ზოგადად წინა მატჩები ამ ტურში უგოლოდაა დამთავრებული, მით უმეტეს, იზრდება ალბათობა, რომ ამ კონკრეტულ მატჩში, რომლის "დაწერაც" გინდათ - პირველ ტაიმში გოლი გავა!

მოკლედ შევეცადეთ დასაწყისისთვის რამდენიმე რჩევა მოგვეცა. რა თქმა უნდა, ზოგ თქვენგანს მოეწონება, უფრო მეტი გამოჩნდება ისეთი, ვინც აზრს გამოთქვამს, რომ თავად უფრო კარგად შეუძლია მსგავსი სტრატეგიების მოფიქრება და მეტი იცის, ვიდრე ჩვენმა ექსპერტმა. xbet.ge მიესალმება მსგავს კომენტარებს. სწორედ ამისთვის შევქმენით საიტი, რომ ყველამ გამოვხატოთ საკუთარი აზრი და ერთმანეთს დავეხმაროთ ლოგიკური ბილეთების შედგენაში, ამიტომ გთხოვთ, არ დაიზაროთ და იაქტიურეთ.

იხილეთ დღევანდელი პროგნოზებიскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron46272841178661.4
Legendinho160926857.5
Manchester311100
oliverkahn138561.5
Perkins122072149959.1
Russel44728616164
StrongMan26131350
Xbet.Ge112674559.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1MSN79.284.3
2Bcn55560.481.1
3agnostic63.571.2
4maniu33362.365.8
5Aleksandre Gachechiladze52.954.3
6cule_77744.836.6
7daubase37.634.3
8teamwork55.432.6
9Jamela42.727.3
10gugson38.322.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1tony montana63.925.0
2Racho Eloyan81.022.0
3gi0970.618.6
4besogode47.516.2
5beqa13beqa1355.610.6
6revaza66.710.1
7mgeluka9752.68.9
8QUTATURI40.98.5
9samba100.07.8
10otar250754.27.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას