რა უნდა დავდოთ პორტუგალია-ჩილეს თამაშზე? » Xbet.Ge - უფასო პროგნოზები

რა უნდა დავდოთ პორტუგალია-ჩილეს თამაშზე?

დღეს საღამოს კონფედერაციათა თასის ნახევარფინალური ეტაპი დაიწყება და კაზანში საკმაოდ საინტერესო თამაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები სამხრეთ ამერიკის უძლიერეს გუნდ ჩილეს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ტურნირი გადამწყვეტ სტადიაში შედის, ამიტომ გუნდები მოედანზე ყველაფერს დადებენ და ფსონების გაკეთებაც უფრო საიმედოა, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე იყო.

XBET.GE დღევანდელი თამაშისათვის რამდენიმე საინტერესო რჩევას მოგცემთ და იმედია ჩვენი პროგნოზები არჩევანს გაგიმარტივებთ.


პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელა - 23. ფერნანდუ სანტუშის გუნდი საკმაოდ ორგანიზებულად და კარგად მოქმედებს დაცვაში, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ეფექტურად - შეტევაში. "სელესაოს" ძალიან სწრაფი და კარგი კონტრშეტევები გამოსდის, რასაც გააზრებული პოზიციური შეტევებიც ემატება.

კრიშტიანუ რონალდუ კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ მას ძალიან კარგად ეხმარებიან რიკარდო კვარეჟმა და ჟოაო მოუტინიო, რომელიც ეროვნულ გუნდში კვლავ გამთამაშებლის პოზიციაზე მოქმედებს. სამწუხაროდ ბერნარდუ სილვა თამაშს ტრავმის გამო გამოტოვებს, მაგრამ პორტუგალიას უნიჭიერესი ჟელსონ მარტინსი და ნანი ჰყავს.

რაც შეეხება ჩილეს ნაკრებს, ჩილელებმა არც ისე დამაჯერებელი თამაში აჩვენს ჯგუფში, მაგრამ ახლა ფლეი-ოფის დროა, ამიტომ სამხრეთ ამერიკელები მაქსიმალურად გაირჯებიან. ხუან ანტონიო პიცის შემტევი გუნდი ჰყავს, ამიტომ გახსნილი და კარგი ფეხბურთის ხილვაა მოსალოდნელი.

პორტუგალიის ნაკრებს დღეს პეპეც დააკლდება, რომელსაც ორი ყვითელის გამო დისკვალიფიკაცია აქვს, ამიტომ ჩილეს ეროვნულ გუნდს "სელესაოს" დაცვის ხაზის გარღვევა გაუადვილდება და მომენტები მათაც საკმარისად ექნებათ.

მოსალოდნელია, რომ ორივე გუნდი შეუტევს და შექმნის საგოლე მომენტებს. შესაბამისად, ჩვენი პირველი პროგნოზი 8.5-ზე მეტი ზუსტი დარტყმაა, რასაც აჭარაბეთზე 1.87 აქვს კოეფიციენტი.


პორტუგალიისა და ჩილეს ეროვნული გუნდები საკმაოდ ხისტად მოქმედებენ, ამიტომ ხშირად არღვევენ თამაშის წესებს და იღებენ გაფრთხილებებს. პორტუგალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ყოველ შეხვედრაში 2 ყვითელი ბარათი მიიღეს, ხოლო ჩილეს საერთო ჯამში 5 გაფრთხილება დაუგროვდა.

დღესაც მოსალოდნელია, რომ თამაში საკმაოდ ხისტი იქნება, რასაც პრინციპული დაპირისპირებაც ემატება. ამ დღეებში არტურო ვიდალმა კრიშტიანუ რონალდუს მისამართით არასასიამოვნო განცხადებები გააკეთა და არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი მოედანზეც აისახოს, თანაც არტურო ისედაც ძალიან ხისტი საყრდენია.

მატჩის მთავარი არბიტრი კი ირანელი ალირეზა ფაღანია, რომელმაც გერმანია-ჩილეს შეხვედრაში მოთამაშეებს სულ 4 ყვითელი ბარათი უჩვენა და ახლაც საკმაოდ მკაცრი იქნება.

ჩვენ გირჩევთ, რომ პორტუგალია-ჩილეს ნახევარფინალში ბარათების მეტობა აიღოთ. 4.5-ზე მეტ გაფრთხილებას მშვენიერი კოეფიციენტი აქვს - 1.80.


საინტერესოა, რომ ჩილეს ეროვნული ნაკრები, საკუთარი აგრესიული და სწრაფი შემტევი სტილის გამო, თამაშგარე მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად ხვდება. ჯგუფურ ეტაპზე ხუან ანტონიო პიცის გუნდი თამაშგარეში 12-ჯერ მოხვდა.

რა არის ამის მიზეზი? საქმე არც ისე რთულადაა - ჩილეს უყვარს შეტევაში უმალვე წასვლა, სწრაფი ტემპით მეტოქის გაბრუება, განსაკუთრებით მატჩის საწყის წუთებში, ასეთ დროს კი იმის ალბათობა, რომ წინ მყოფი მოთამაშე თამაშგარეში ჩარჩეს უბრო დიდია, ვიდრე შედარებით ორგანიზებული, საშუალო ტემპის იერიშის დროს.

პორტუგალიელები კი სწორედ ორგანიზებული და კომპაქტური თამაშის გამო ოფსაიდში იშვიათად ხვდებიან.

ლოგიკური იქნება თუ ჩილეს ეროვნული გუნდის მოთამაშეები თამაშგარე მდგომარეობაში 2.5-ზე მეტჯერ მოხვდებიან. ამ პოზიციას 1.96 აქვს კოეფიციენტი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ატვირთე ბილეთი



ჯენოა - ინტერი

კი
2.10

უდინეზე - რომა

კი
1.75
საერთო კოეფ.: 3.68
საერთო კოეფ.: 9.62
ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron38522372148061.6
Legendinho160926857.5
Manchester311100
Perkins106662544158.6
Russel44728616164
StrongMan26131350
Xbet.Ge112674559.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1MSN79.284.3
2Bcn55560.481.1
3agnostic63.571.2
4maniu33362.365.8
5Aleksandre Gachechiladze52.954.3
6cule_77744.836.6
7daubase37.634.3
8teamwork55.432.6
9Jamela42.727.3
10gugson38.322.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1tony montana63.925.0
2Racho Eloyan81.022.0
3gi0970.618.6
4besogode47.516.2
5beqa13beqa1355.610.6
6revaza66.710.1
7mgeluka9752.68.9
8QUTATURI40.98.5
9samba100.07.8
10otar250754.27.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას