ორიგინალური ბილეთი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის » Xbet.Ge - უფასო პროგნოზები

ორიგინალური ბილეთი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის

დღეს საღამოს კარდიფში დიდი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება, რადგან "მილენიუმის" სტადიონზე ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი - ჩემპიონთა ლიგა გათამაშდება.

უელსის დედაქალაქში ერთმანეთს ორი საფეხბურთო გრანდი: ტურინის "იუვენტუსი" და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ თამაშზე რაიმე პირდაპირი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ერთმანეთს ორი უმაღლესი კლასის გუნდი ხვდება, თანაბარი ძალებითა და რესურსებით, თანაც ფინალი ფინალია, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი ხდება.

სწორედ ამიტომ XBET.GE ალტერნატიულ გზასაც გთავაზობთ. ჩვენ სამი პოზიციისგან შემდგარ ე.წ. "ბილეთს" გავაკეთებთ, რომლის საერთო კოეფიციენტი 10.86 იქნება და 10 ლარის დადების შემთხვევაში თქვენ 100 ლარის მოგების შესაძლებლობა გექნებათ.

პოზიცია 1


ტურინული გრანდი ფენომენალურ ფორმაში იმყოფება და საუცხოო სეზონს ატარებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იტალიის სერია ა და თასი უკვე მოიგო, ახლა კი ჰეთ-თრიქის გაფორმებას ეცდება. თავისმხრივ მადრიდის "რეალმა" 5 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატი და ესპანელების მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა, რაც არავის გაუკეთებია.

სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია, რომ თამაში სანახაობრივი და საინტერესო იქნება. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "იუვენტუსი" დაცვაში ჩაჯდეს და საკუთარ შანსებს დაელოდოს. ეს "იუვეს" მეოთხედფინალში კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგაც არ გაუკეთებია, ხოლო "სამეფო კლუბიც" რა თქმა უნდა პირველ ნომრად თამაშს ეცდება.

ხოლო მაშინ, როდესაც "იუვენტუსისა" და "რეალის" თამაში გახსნილია, ამ გუნდებს ბევრი კუთხურის ჩამოწოდება უყვართ. იტალიელებმა ფლეი-ოფში საერთო ჯამში 30 (მატჩში საშუალოდ 5), ხოლო ესპანელებმა - 37 (მატჩში საშუალოდ 6-ზე მეტი) კუთხური მოაწოდეს. თანაც ფინალში თუ რომელიმე გუნდს ბოლოსკენ გასატანი ექნება ის აუცილებლად მთელი ძალებით წინ წავა და ასეთი შტურმების დროს კუთხურები მოდის.

ჩვენი პირველი პროგნოზი დღევანდელ დიდ ფინალში 10.5-ზე მეტი კუთხურია, რასაც აჭარაბეთზე მშვენიერი კოეფიციენტი აქვს - 2.00.

პოზიცია 2


ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასაწერად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვარიანტი ჯარიმების მეტობაა. როგორც წესი, ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში ხშირია წესების დარღვევა, რადგან სასწორზე ჩემპიონთა ლიგის თასი დევს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარდიფში გახსნილი თამაშის ხილვაა მოსალოდნელი, ამიტომ ჯარიმებიც ბევრი იქნება, თანაც ორივე გუნდი ძალიან რბილ თამაშს არ აჩვენებს, ხისტი მოქმედებები როგორც "იუვეს", ისე "რეალის" მოთამაშეებს ახასიათებთ.

როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგის ფინალებზე 30 ან მეტი ჯარიმა მოდის ხოლმე და ჩვენ ვვარადუბოთ, რომ ეს არც ამჯერად შეიცვლება. 29.5-ზე მეტ ჯარიმას კი 2.13 აქვს კოეფიციენტი.

პოზიცია 3


დაბოლოს, ყველაზე სარისკო, მაგრამ მაღალკოეფიციენტი პროგნოზი, რომელიც სავსებით ლოგიკური ჩანს, რადგან მასიმილიანო ალეგრის გუნდი უბრალოდ დიდებულ ფორმაში იმყოფება.

"იუვენტუსი" ცნობილია თავისი გაუვალი უკანა ხაზით, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში მხოლოდ 3 ბურთი გაუშვა, მაგრამ იტალიელებს შეტევაშიც იდეალური მდგომარეობა აქვთ. არგენტინული თანდემი: პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი ბრწყინვალედ მოქმედებენ, მათ ფლანგებიდან მარიო მანჯუკიჩი და დანი ალვეში ეხმარებიან, უკნიდან კი კრეატიული მირალემ პიანიჩი.

მადრიდის "რეალს" კი დაცვაში იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს, რაც "ბაიერნთან" და "ატლეტიკოსთან" საპასუხო თამაშებში გამოჩნდა. "სამეფო კლუბი" მეტოქეს მომენტების შექმნის შანსს აძლევს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ "იუვენტუსი" კეილორ ნავასის კარს რამდენიმეჯერ დაემუქრება.

XBET.GE-ს ბოლო პროგნოზი "იუვენტუსის" 5.5-ზე მეტი კარში დარტყმაა, რასაც 2.55 აქვს კოეფიციენტი და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამ პოზიციების გადაბმა თავისუფლად შეგიძლიათ, საერთო კოეფიციენტი კი 10.86 შეადგენს, რაც მშვენიერი ფუნდამენტია იმისათვის, რომ სოლიდური თანხა მოიგოთ. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron44172716170161.5
Legendinho160926857.5
Manchester311100
oliverkahn138561.5
Perkins117269347959.1
Russel44728616164
StrongMan26131350
Xbet.Ge112674559.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1MSN79.284.3
2Bcn55560.481.1
3agnostic63.571.2
4maniu33362.365.8
5Aleksandre Gachechiladze52.954.3
6cule_77744.836.6
7daubase37.634.3
8teamwork55.432.6
9Jamela42.727.3
10gugson38.322.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1tony montana63.925.0
2Racho Eloyan81.022.0
3gi0970.618.6
4besogode47.516.2
5beqa13beqa1355.610.6
6revaza66.710.1
7mgeluka9752.68.9
8QUTATURI40.98.5
9otar250754.27.8
10samba100.07.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას