რჩევები სათასო ფინალებისთვის » Xbet.Ge - უფასო პროგნოზები

რჩევები სათასო ფინალებისთვის

დღეს ევროპაში დიდი საფეხბურთო დღეა, რადგან ერთბაშად ოთხ წამყვან ქვეყანაში სათაშო ფინალი გაიმართება. იტალიელებმა ეს საქმე უკვე მოითავეს, ხოლო ახლა ინგლისის, გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჯერია.

ინგლისში ასოციაციის თასი, გერმანიაში გერმანიის თასი იგივე DFB Pokal, ესპანეთში სამეფო თასი იგივე კოპა დელ რეი, ხოლო საფრანგეთში საფრანგეთის თასი გათამაშდება.

XBET.GE ოთხივე ფინალზე საინტერესო რჩევებსა და პროგნოზებს გთავაზობთ, რომლებიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. პროგნოზები კი ტრადიციულად მაღალკოეფიციენტიანია.

არსენალი - ჩელსი


ასოციაციის თასის ფინალური მატჩი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გაიმართება და ტიტულისთვისაც ორი ლონდონური კლუბი: "არსენალი" და "ჩელსი" იბრძოლებს. "ეუმბლიზე" დიდი დერბი შედგება.

ანტონიო კონტეს დიდებულმა გუნდმა ერთი კვირის წინ პრემიერ ლიგის კუთვნილი ტიტული ჩაიბარა, ახლა კი დუბლის გაფორმებას ეცდება, "მეთოფეებს" კი სეზონის გადარჩენის შანსი აქვთ, რადგან არსენ ვენგერმა "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ვერ გაიყვანა, ამიტომ ამ თამაშს მისთვის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ექნება.

სავარაუდოდ "უემბლიზე" საკმაოდ კარგი, სანახაობრივი მატჩი გაიმართება და "არსენალი" თავიდანვე აქტიურად დაიწყებს, ხოლო "ჩელსი" საკუთარ შანსს დაელოდება, რათა უპირატესობა ჩაიგდოს ხელში.

ვისაც გარისკვა უყვარს, შეუძლია პირველ ტაიმში 1.5-ზე მეტი ბურთი აიღოს, რადგან საოცარი მოტივაციის მქონე "მეთოფეები" ალბათ თავიდანვე დიდი ძალებით წავლენ წინ და თამაში მაქსიმალურად გაიხსნება. ამ პოზიციას აჭარაბეთზე 2.40 აქვს კოეფიციენტი.

თუმცა ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება, ამიტომ ჩვენ უფრო საიმედო ვარიანტს გთავაზობთ - კუთხურების მეტობას, რადგან ორივე გუნდს უყვარს კუთხურების ჩამოწოდება, თანაც თუ მატჩი გახსნილი იქნება, მაშინ ფლანგებიც აქტიურად იქნება დატვირთული.

"ჩელსისა" და "არსენალის" ბოლო თამაშში, რომელიც "ლურჯებმა" შინ პრემიერ ლიგაში 3:1 მოიგეს, 23 კუთხური ჩამოწოდდა, რაც უბრალოდ არანორმალური მაჩვენებელია.

ჩვენ გთავაზობთ, რომ ლონდონურ ფინალზე 10.5-ზე მეტი კუთხური აიღოთ, რასაც აჭარაბეთზე საკმაოდ კარგი კოეფიციენტი აქვს - 1.80.

აინტრახტი - დორტმუნდის ბორუსია


გერმანიის თასის ფინალს ტრადიციულად ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს და ეს თამაში დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცი თომას ტუხელისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ტუხელს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ოფიციალური ტიტული ჯერ არ მოუგია და ეს მისი პირველი შანსია, რომ რაიმე სახის მედალი მოიპოვოს. აგრეთვე, ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ მას "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან სერიოზული კონფლიქტი აქვს და კლუბს ზაფხულში დატოვებს, შესაბამისად, ამის გაკეთებას მაჟორულ ნოტაზე ეცდება.

წავა თუ არა ტუხელი ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - დორტმუნდელებისათვის ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება, რომ ამ სეზონში რაიმე მოიგონ და თავი გადაირჩინონ. ბუნდესლიგაში გუნდმა ძალიან არასტაბილურად ითამაშა და მეორე პოზიცია დებიუტანტ "ლაიფციგს" დაუთმო, ხოლო გერმანიის თასი ერთგვარი შვება იქნება.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ "ბორუსია" ჩვეულ სტილში გახსნილად, ლაღად ითამაშებს და მატჩი სანახაობრივი გამოვა. ფრანკფურტის "აინტრახტმა" სეზონი ცუდ ფორმაში დაასრულა, ამიტომ ხასიათის გამოსწორებას "არწივებიც" ეცდებიან.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გერმანიის თასის ფინალს "დ.ბორუსია" მოიგებს და მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავა. კოეფიციენტი ამ პოზიციაზე 1.90 არის.

ანჟე - პსჟ



"პსჟ-მ" საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი "მონაკოს" დაუთმო, სამაგიეროდ შეუძლია, რომ სათასო დუბლი შეასრულოს. პარიზელებმა საფრანგეთის ლიგის თასი მოიგეს, ახლა კი მთავარი თასის მოგების შანსი აქვთ.

უნაი ემერისათვის ეს დუბლი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მისთვის სეზონი დიდად წარმატებული ვერ გამოდგა, ხოლო ორი თასის მოგება შედეგს ცოტათი გამოასწორებს.

მეტოქეც შესაფერისია - "ანჟე", რომელიც ფინალში ღირსეულად გავიდა, მაგრამ პარიზულ კლუბს სერიოზულად ჩამოუვარდება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მოტივირებულ, გამარჯვებას მოწყურებულ "პსჟ-ს" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს.

ლოგიკური იქნება თუ მეორე გუნდის მოგებაზე ისე დადგებით, რომ მან გოლი არ გაუშვას. აჭარაბეთი ამ პოზიციაზე 1.85 კოეფიციენტს გვაძლევს.

ბარსელონა - ალავესი


ყველაზე გვიან, ჩვენი დროით 23:30 საათზე, მადრიდის "ვისენტე კალდერონზე" ესპანეთის სამეფო თასის ფინალი გაიმართება, რომელსაც კატალონიის "ბარსელონას" სახით აშკარა ფავორიტი ჰყავს.

"ბლაუგრანა" კერკეტ კაკალ "დეპორტივო ალავესს" დაუპირისპირდება, რომელმაც ლა ლიგის სტარტზე კატალონიელები "კამპ ნოუზეც" კი დაამარცხა, მაგრამ ახლა "ბარსასთვის" ამ თამაშს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ესპანური გრანდი საკუთარ ლეგენდას, ლუის ენრიკეს, გააცილებს, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და ამის გაკეთებას ტრიუმფით ეცდება. ესპანელმა სპეციალისტმა ჯერ ტრებლი მოიგო, შემდეგ დუბლი (ლა ლიგა და კოპა დელ რეი), ახლა კი მხოლოდ ესპანეთის თასის იმედზე რჩება, რომლის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "ბარსამ" ენრიკესთვის ბოლო თამაშში ცუდად ითამაშოს და დათმოს ტიტული, რომელიც სეზონში ერთადერთი შეიძლება გამოდგეს.

რისკი მაღალია, მაგრამ ჩვენ გირჩევთ, რომ "ბარსას" დიდი ანგარიშით ანუ სამბურთიანი ჰანდიკაპით მოგება (0:2 1) აიღოთ, რასაც მშვენიერი კოეფიციენტი აქვს - 2.30.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron44172716170161.5
Legendinho160926857.5
Manchester311100
oliverkahn138561.5
Perkins117269347959.1
Russel44728616164
StrongMan26131350
Xbet.Ge112674559.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1MSN79.284.3
2Bcn55560.481.1
3agnostic63.571.2
4maniu33362.365.8
5Aleksandre Gachechiladze52.954.3
6cule_77744.836.6
7daubase37.634.3
8teamwork55.432.6
9Jamela42.727.3
10gugson38.322.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1tony montana63.925.0
2Racho Eloyan81.022.0
3gi0970.618.6
4besogode47.516.2
5beqa13beqa1355.610.6
6revaza66.710.1
7mgeluka9752.68.9
8QUTATURI40.98.5
9otar250754.27.8
10samba100.07.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას