რა უნდა დავდოთ პრემიერ ლიგის ბოლო ტურის თამაშებზე? » Xbet.Ge - უფასო პროგნოზები

რა უნდა დავდოთ პრემიერ ლიგის ბოლო ტურის თამაშებზე?

დღეს საღამოს ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელი ტური გაიმართება და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, ყურებადი ლიგის მიმდინარე სეზონი დასრულდება.

ყველა თამაში ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება, მაგრამ ინტრიგა მხოლოდ ოთხეულისთვის ბრძოლაშია დარჩენილი და ეგეც არც თუ ისე დიდი. თუმცა სათამაშოდ კარგი ვარიანტები არსებობს.

XBET.GE კი საინტერესო რჩევებს შემოგთავაზებთ, რომელიც განსაკუთრებით პრემიერ ლიგის მოყვარულებს გამოადგებათ.

არსენალი - ევერტონი



ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ლონდონის "არსენალი" საკუთარ მოედანზე "ევერტონს" მიიღებს და "ემირიათსზე" საკმაოდ კარგი, სანახაობრივი თამაში უნდა გაიმართოს.

ლივერპულულ კლუბს ევროტურნირებზე ადგილი განაღდებული აქვს და მიმდინარე კამპანიას მე-7 პოზიციას ასრულებს, "არსენალს" კი ოთხეულში შესვლის თეორიული შანსები ჯერ კიდევ აქვს. არსენ ვენგერის გუნდი 72 ქულით მე-5 პოზიციაზეა და "ლივერპულს" 1 ქულით ჩამორჩება, ამიტომ "მეთოფეები" თავისი მატჩის მოგებას მაინც ეცდებიან.

სავარაუდოდ, კარგი, გახსნილი მატჩი წავა, რომელშიც ორივე გუნდი ეცდება გოლების გატანას. საინტერესო კი ის არის, რომ "არსენალსა" და "ევერტონს" ასეთ დროს უყვართ ბევრი კუთხურის მოწოდება.

პრემიერ ლიგის ბოლო საშინაო თამაშში, "სანდერლენდის" წინააღმდეგ (2:0), ლონდონელებმა 17 კუთხური მოაწოდეს და ამ კომპონენტში "ევერტონიც" საკმაოდ ძლიერია.

სწორედ ამიტომ, ლოგიკური იქნება თუ ამ თამაშზე 11.5-ზე მეტ კუთხურს აიღებთ. ამ პოზიციას აჭარაბეთზე დიდებული კოეფიციენტი აქვს - 2.15.

ჩელსი - სანდერლენდი


ლონდონის "ჩელსი" ტრიუმფალური სეზონის ბოლო შეხვედრას "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლოადგილოსანი "სანდერლენდის" წინააღმდეგ ჩაატარებს და ეცდება, რომ დღესასწაული გამარჯვებით დაიწყოს.

ანტონიო კონტემ "არისტოკრატებს" ინგლისის ჩემპიონის ტიტული ორი ტურით ადრე დაუბრუნა, დღეს კი "ჩელსი" დამსახურებულ თასსა და მედლებს ჩაიბარებს.

ორივე გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ თამაში გახსნილი და სანახაობრივი იქნება, თანაც მასპინძლები თავიდანვე კარგი განწყობის შექმნას შეეცდებიან, ამიტომ მატჩი პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყება.

ჩვენ გირჩევთ, რომ "ჩელსისა" და "სანდერლენდის" შეხვედრაში I ტაიმში 1.5-ზე მეტი ბურთი აიღოთ, რასაც 1.85 აქვს კოეფიციენტი.

უოტფორდი - მანჩესტერ სიტი


"მანჩესტერ სიტის" მესამე ადგილის შესანარჩუნებლად სტუმრად უმოტივაციოდ დარჩენილი "უოტფორდის" დამარცხებაღა სჭირდება, მაგრამ შესაძლოა ერთი ქულაც კი ეყოს.

ვალტერ მაცარის გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია და პრემიერ ლიგაში ზედიზედ 5 თამაში წააგო. ამ 5 შეხვედრაში კი "ბზიკებმა" 13 ყვითელი ბარათი მიიღეს და ზოგადად, "უოტფორდი" ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი გუნდია, რომელიც გაფრთხილებებს ხშირად იღებს.

პეპ გვარდიოლას ფილოსოფიის გათვალისწინებით კი რა თქმა უნდა დროის დიდი ნაწილი ბურთი სწორედ "სიტის" ექნება, ამიტომ ლოგიკურია თუ მასპინძლები დღეს უფრო მეტ ყვითელს მიიღებენ, ვიდრე სტუმრები, რადგან წესების დარღვევა და მეტოქის შეტევების შეჩერება უფრო მეტჯერ მოუწევთ.

"უოტფორდის" მეტ ყვითელ ბარათს ამ შეხვედრაში საკმაოდ კარგი კოეფიციენტი აქვს - 1.85.

ლივერპული - მიდლსბრო


იურგენ კლოპის გუნდს მეოთხე ადგილის შესანარჩუნებლად საკუთარ მოედანზე უკვე გავარდნილი და საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი "მიდლსბროს" დამარცხება სჭირდება.

"ლივერპულმა" გასულ უქმეებზე სტუმრად "ვესტ ჰემი" ძალიან დამაჯერებლად (4:0) დაამარცხა და სავარაუდოდ, "ენფილდზე" სიურპრიზების მოწყობას არ აპირებს.

თანაც მერსესაიდულ გრანდს შინ უკვე 4 თამაშია არ მოუგია და ეცდება, რომ საკუთარი ქომაგები სეზონის ბოლო შეხვედრაში გაახაროს, თანაც ისე, რომ საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენოს.

მოსალოდნელია, რომ "ლივერპული" შინ აუცილებელ სამ ქულას აიღებს და თანაც მატჩი ძალიან სანახაობრივი იქნება ანუ 3.5-ზე მეტი გოლი გავა. ამ პოზიციას 1.90 აქვს კოეფიციენტი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron44172716170161.5
Legendinho160926857.5
Manchester311100
oliverkahn138561.5
Perkins117269347959.1
Russel44728616164
StrongMan26131350
Xbet.Ge112674559.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1MSN79.284.3
2Bcn55560.481.1
3agnostic63.571.2
4maniu33362.365.8
5Aleksandre Gachechiladze52.954.3
6cule_77744.836.6
7daubase37.634.3
8teamwork55.432.6
9Jamela42.727.3
10gugson38.322.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1tony montana63.925.0
2Racho Eloyan81.022.0
3gi0970.618.6
4besogode47.516.2
5beqa13beqa1355.610.6
6revaza66.710.1
7mgeluka9752.68.9
8QUTATURI40.98.5
9samba100.07.8
10otar250754.27.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას