დღის ორიგინალური რჩევები » Xbet.Ge - უფასო პროგნოზები

დღის ორიგინალური რჩევები

ევროპული საკლუბო ფეხბურთის მიმდინარე სეზონი დასასრულს უახლოვდება. დღეს საღამოს საფრანგეთის ლიგა 1 და გერმანიის ბუნდესლიგა დასრულდება. იტალიაში მორიგი ტური დაიწყება, ხოლო ესპანეთში - უკანასკნელი ტური.

XBET.GE კი ტრადიციულად ცოცხალის მოყვარულებს საინტერესო რჩევებს აძლევს და ორიგინალურ პროგნოზებს სთავაზობს მაღალი კოეფიციენტით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

დღეს თქვენთვის 3 ორიგინალური ფსონი შევარჩიეთ.

ბაიერნი - ფრაიბურგი



მიუნხენის "ბაიერნი" დღეს საღამოს "ალიანს არენაზე" სეზონის ბოლო თამაშს ჩაატარებს, რომლის შემდეგაც ზედიზედ მეხუთედ ჩაიბარებს ვერცხლის სინს და დიდ ზეიმს დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ "ფრაიბურგი" ევროპის ლიგის საგზურისათვის იბრძვის და მოტივირებული იქნება, "ბაიერნი" არ დაუშვებს, რომ დღესასწაული მარცხით დაიწყოს და განწყობა გაიფუჭოს. თანაც მიუნხენმა დღეს დიდი ფეხბურთიდან ფილიპ ლამი და ხაბი ალონსო უნდა გააცილოს. კაპიტნის გამო კი მოტივაცია ერთიორად მაღალი იქნება.

სწორედ ამიტომ მოსალოდნელია, რომ "ბაიერნი" თავიდანვე აქტიურად დაიწყებს და ეცდება, რომ სანახაობრივი, კარგი თამაში ჩაატაროს. "ფრაიბურგიც" მხიარული გუნდია, რომელიც ღრმა დაცვაში არასოდეს დგება.

ჩვენ გირჩევთ, რომ "ბაიერნისა" და "ფრაიბურგის" თამაშზე ცოტა სარისკო, მაგრამ ლოგიკური ფსონი დადოთ - პირველ ტაიმში "ბაიერნის" მოგება და 1.5-ზე მეტი გოლი. ამ პოზიციას აჭარაბეთზე 1.80 აქვს კოეფიციენტი.

ნაპოლი - ფიორენტინა


იტალიის სერია ა-ში დღეს ორი თამაში გაიმართება. მაურიციო სარის სიმპატიური "ნაპოლი" შინ "ფიორენტინას" მიიღებს, რომელიც ევროთასებზე მოსახვედრად გამალებით იბრძვის. თავად ნეაპოლური კლუბი კი "რომას" 1 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილს უმიზნებს.

ორივე გუნდისათვის დღევანდელი თამაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ "ნაპოლი" უფრო ძლიერი გუნდია, თანაც "ცისფრები" ფენომენალურ ფორმაში იმყოფებიან. "ნაპოლიმ" სერია ა-ში ბოლო ორ თამაშში 8 გოლი გაიტანა.

ფლორენციული კლუბის ფილოსოფიაც შემტევია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ "სან პაოლოზე" კარგი მატჩი გაიმართება, მშვენიერი სანახაობითა და ბევრი გატანილი ბურთით.

ლოგიკური იქნება თუ "ნაპოლის" მოგებას და მატჩში 2.5-ზე მეტ გოლს აიღებთ, რასაც მშვენიერი კოეფიციენტი აქვს - 2.00

ლორიენი - ბორდო


საფრანგეთის ლიგა 1-ში ყველა მატჩი ერთდროულად დაიწყება, შესაბამისად ინტრიგა საკმაოდ მაღალია, რადგან ბრძოლა გადარჩენისათვის და ევროპის ლიგაზე მოხვედრისთვის საკმაოდ დაძაბულია.

"ლორიენი", რომელიც 35 ქულით მე-18 ადგილზეა და წინ მყოფ "კაენსა" და "დიჟონს" 1 ქულით ჩამორჩება, შინ "ბორდოს" მიიღებს, რომელიც 58 ქულით მეექვსეა და მარსელის "ოლიმპიკს" 1 ქულით ჩამორჩება.

"ლორიენი" საკუთარ მოედანზე აუცილებლად გამარჯვებისთვის იბრძოლებს, თანაც კონკურენტი "კაენი" სტუმრად "პსჟ-ს" ხვდება და შეიძლება მასპინძლებს ფრეც ეყოთ. თუმცა "ბორდოსაც" უდიდესი მოტივაცია აქვს, რადგან ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ხუთეულში უნდა შევიდეს.

სწორედ ამიტომ მოსალოდნელია, რომ მოედანზე სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება, მოთამაშეები ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ, იქნება უხეში თამაშიც და მაღალი ტემპერატურა.

ამ დაძაბულობის ფონზე კი შეგიძლიათ ბარათების მეტობა აიღოთ. 4.5-ზე მეტ ყვითელს ძალიან მაღალი კოეფიციენტი აქვს აჭარაბეთზე - 2.25.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron44172716170161.5
Legendinho160926857.5
Manchester311100
oliverkahn138561.5
Perkins117269347959.1
Russel44728616164
StrongMan26131350
Xbet.Ge112674559.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1MSN79.284.3
2Bcn55560.481.1
3agnostic63.571.2
4maniu33362.365.8
5Aleksandre Gachechiladze52.954.3
6cule_77744.836.6
7daubase37.634.3
8teamwork55.432.6
9Jamela42.727.3
10gugson38.322.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1tony montana63.925.0
2Racho Eloyan81.022.0
3gi0970.618.6
4besogode47.516.2
5beqa13beqa1355.610.6
6revaza66.710.1
7mgeluka9752.68.9
8QUTATURI40.98.5
9samba100.07.8
10otar250754.27.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას