ვილიარეალი - ბარსელონა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის მატჩში, "ვილიარეალი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

ვილიარეალი

ფრან ესკრიბას შეგირდები, მიმდინარე სეზონში სტაბილურად კარგად ასპარეზობენ, განვლილი 16 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვთ და მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან. როგორც მოგეხსენებათ, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ევროპა ლიგაზეც დამაჯერებლად გამოიყურება, სადაც ჯგუფური ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

"ვილიარეალმა" 2016 წელი დიდებულად დაასრულა და 6 შეხვედრიანი წაუგებელი სერია ჩამოაყალიბა, თუმცა ახალი წლის დადგომასთან ერთად, ესპანური კლუბის კარგი სტატისტიკა გაფუჭდა. ესკრიბას გუნდი, კოპა დელ რეის 1/8 ფინალში, "ანოეტაზე" ადგილობრივ "სოსიედადს" დაუპირისპირდა და უშანსოდ, 3:1 დამარცხდა. ანგარიშს რომ თავი დავანებოთ, ესპანურმა კლუბმა, საბოლოო ჯამში ძალიან სუსტად ითამაშა.

მე-3 პოზიციაზე მყოფ "სევილიასთან" ჩამორჩენა 4 ქულაა, ამიტომ მასპინძლებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ "ვილიარეალისთვის" "ბარსელონა" ფაქტობრივად გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" "ბლაუგრანას" დამარცხება ბოლოს 2008 წელს მოახერხა, მას შემდეგ კი ზედიზედ 14 შეხვედრა ვერ მოუგო. (4ფრე, 10წაგება)

ამჟამად სულ სხვაგვარი სიტუაციაა. "ვილიარეალს" მხოლოდ 11 გოლი აქვს გაშვებული, რაც ლა ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია. საინტერესო კი ის არის, რომ გაშვებული 11 გოლიდან, ყველა საჯარიმოდან გავიდა.

"ვილიარეალი" დაცვაში რომ დიდებულად თამაშობს ეს აშკარაა, თუმცა გუნდი შეტევით ფაზაშიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. უკანასკნელი 5 შეხვედრის მონაცემით, ესპანელებმა მეტოქეთა კარი 10-ჯერ დალაშქრეს. შესაბამისად, "ვილიარეალი" ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2 გოლს იტანს.
კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს ჯონათან დოს სანტოსი, რომელმაც ლა ლიგის ბოლო 2 ტურში, 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, ჯონათანს 2 გოლის გასატანად, 80 შეხვედრა დასჭირდა.

ლა ლიგის მასშტაბით, "ელ მადრიგალზე" ჩატარებული 8 შეხვედრიდან, "ვილიარეალი" მხოლოდ ერთხელ, "ალავესის" წინააღმდეგ დამარცხდა.

ბარსელონა

ლუის ენრიკეს ფორმაციის "ბარსელონა" წლის პირველ შეხვედრას ვერასდროს იგებს. გამონაკლისი არც 2017 ყოფილა. კოპა დელ რეის 1/8 ფინალურ რაუნდში, "ლურჯ-ბროწეულისფერები" "სან მამესზე" ადგილობრივ "ბილბაოს" დაუპირისპირდნენ და კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად მინიმალური სხვაობით, 2-1 დამარცხდნენ. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა ტრიომ, "ბილბაოს" კარგად ორგანიზებული დაცვის ხაზს ვერაფერი დააკლო.

კატალონიელები განვლილი 16 ტურის შემდეგ, 33 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან და ერთპიროვნულ ლიდერ მადრიდის "რეალს" 3 ქულით ჩამორჩებიან, თანაც ისე, რომ "სამეფო კლუბს" თადარიგში ერთი შეხვედრა აქვს. შესაბამისად, ლუის ენრიკეს გუნდისთვის თითეულ მატჩი მნიშვნელოვანია.

"ბარსელონა" გასვლაზე, როგორც წესი დამაჯერებლად გამოიყურება. სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 11 შეხვედრიდან, "ბლაუგრანა" მხოლოდ ერთხელ, "სელტას" წინააღმდეგ (4:3) დამარცხდა. საინტერესოა, რომ "ვილიარეალის" მთავარ მწვრთნელს, ფრან ესკრიბას "ბარსელონა" არასდროს დაუმარცხებია (1ფ, 4წ)

როგორც უკვე აღვნიშნე, "ბარსელონას" "ელ მადრიგალზე" შესაშური სტატისტიკა აქვს. "ბარსა" აქ უკვე 9 შეხვედრაა არ დამარცხებულა, საიდანაც 6 მოიგო, 16 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 7 გაუშვა.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" დანაკლისის გარეშე ითამაშებენ. ვარჯიში განაახლა იასპერ სილესენმა, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გამოტოვა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლუის ენრიკე ალეიშ ვიდალთან დაკავშირებით.

პრიმერა დივიზონის საუკეთესო 10 მცველიდან, რომლებიც გაკეთებული პასების სიზუსთით გამოირჩევიან, ხავიერ მასკერანო საუკეთესოა. ის გადაცემებს 90.91%-ით ასრულებს, რაც დიდებული მაჩვენებელია.

სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი (4-4-2) - ასენხო - კოსტა, რუისი, მარიო, ალვარო -  სორიანო, ბრუნო, დოს სანტოსი, ტრიგუერასი - პატო, სანსონე.

ბარსელონა (4-4-3) - ტერ შტეგენი - ალბა, მასკერანო, პიკე, რობერტო - ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი - მესი, სუარესი, ნეიმარი.

პროგნოზი

როგორც სატურნირო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. "ვილიარეალი" საკუთარ არენაზე იდეალურად თამაშობს და ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს, თავის მხრივ, "ბარსელონას" თუ ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს. ვფიქრობ, რომ მოტივირებული "ბარსელონა" სტუმრად კიდევ ერთ გამარჯვებას იზეიმებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

მატჩის საყურებელი ლინკები იხილეთ აქ - livetv.ge



თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

1.60
1.60
1.55

მოიწონეთ XBET.GE-ს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე.

ექსპერტი LeBron. იხილეთ მისი სხვა პროგნოზებიც.

ატვირთე ბილეთი



კორკ სიტი - შემროკი

1
1.45

რაონიჩი - ბერდიხი

22.5>
1.67
საერთო კოეფ.: 2.42
საერთო კოეფ.: 9.62
ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron105468337164.8
Legendinho160926857.5
Manchester311100
Perkins66141224962.3
Russel1771185966.7
StrongMan26131350
Xbet.Ge112674559.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1MSN77.452.0
2Bcn55555.741.3
3agnostic56.340.5
4maniu33358.140.0
5Aleksandre Gachechiladze52.937.2
6teamwork55.432.6
7cule_77746.529.2
8Jamela43.124.1
9gugson38.322.1
10daubase35.719.6
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1gi09100.022.0
2Racho Eloyan88.221.2
3tony montana62.120.1
4besogode48.716.7
5beqa13beqa1355.610.6
6mgeluka9752.68.9
7samba100.07.8
8otar250762.57.5
9zazasultana60.06.5
10Joseph1354.55.9

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას