პოლონეთი - ლიეტუვა » Xbet.Ge - უფასო პროგნოზები

პოლონეთი - ლიეტუვა

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე გუნდი ასრულებს მოსამზადებელ ეტაპს და მხოლოდ 2 ამხანაგური მატჩი გაიმართება, მათ შორის ერთი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის "ნაროდოვის" არენაზე.

პოლონეთის ნაკრები, რომელსაც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავს, ლიეტუვის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და ეცდება, რომ რუსეთში გაფრენამდე კარგი განწყობა შეიქმნას.

პოლონეთი


პოლონეთის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ეტაპი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა - 8 მოგება, 1 ფრე და მხოლოდ 1 წაგება. გარდა ამისა, პოლონელებმა 28 ბურთი გაიტანეს, აქედან 16 გუნდის კაპიტანმა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა - რობერტ ლევანდოვსკიმ.

ლევანდოვსკის გოლები კვლავ გააქვს, ვინაიდან ეროვნული გუნდის მაისურით გატანა რობერტს უკვე სისხლში აქვს გამჯდარი, მაგრამ ნაკრების შედეგები არც ისე სახარბიელოა - 5 ამხანაგური მატჩიდან პოლონეთმა მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. პოლონეთი მუნდიალის წინ, რა თქმა უნდა, ასეთი ცუდი სერიით არ დაასრულებს ტესტ-მატჩების განრიგს, ამიტომ ეცდება, რომ საკუთარი ქომაგების თვალწინ რაც შეიძლება კარგი ფეხბურთი აჩვენოს.

ლიეტუვა


ლიეტუვას ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ეტაპი სენსაციურად დაიწყო - ფრეები სლოვენიასთან (2:2) და შოტლანდიასთან (1:1) და გამარჯვება მალტასტან (2:0). თუმცა შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგა - 6 წაგება, 1 ფრე და ლიეტუვამ ჯგუფური ეტაპი საპატიო ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა.

ამხანაგური თამაშების ციკლი კი ლიეტუველებმა საქართველოსთან გამანადგურებელი მარცხით დაიწყეს - 0:4, მაგრამ 3 დღეში სომხეთის ნაკრებს გასვლაზე, მოულოდნელად, 1:0 მოუგეს. ამის შემდეგ ლიეტუვამ ბალტიკის თასზე იასპარეზა: 1 ფრე, 1 წაგება და ბოლოს ირანის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ლიეტუვასთვის ეს წლის ყველაზე სერიოზული ტესტ-მატჩი იქნება და "ყვითლები" ეცდებიან, რომ არ შერცხვნენ.

სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები:

  • პოლონეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 28 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ზონაში მე-5 შედეგია. რობერტ ლევანდოვსკი კი 16 გოლით შესარჩევის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

  • 1992 წლიდან მოყოლებული პოლონეთმა და ლიეტუვამ ერთმანეთში 11 ამხანაგური მატჩი გამართეს და უპირატესობა პოლონეთს აქვს: 5 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება.

  • ამ გუნდების ბოლო ამხანაგური პაექრობა 2016 წლის 6 ივნისს კრაკოვში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

პროგნოზი:

პოლონეთის ნაკრები უდავო ფავორიტია და თანაც, ადამ ნავალკას გუნდს წარუმატებელი სერიის გამოსწორება სურს. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ პოლონელები საკუთარ დედაქალაქში კარგი დღესასწაულის მოწყობას ეცდებიან. ლოგიკურად, გოლებიც უნდა იყოს და პოლონეთის გამარჯვებაც.

ჩვენი პროგნოზი - პოლონეთის მოგება და გოლების რაოდენობა 2.5-ზე მეტი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

მატჩის საყურებელი ლინკები იხილეთ აქ - sports-live.tv
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

1.70
1.85
1.83



ატვირთე ბილეთი



ექსპ.ექსპერტი სულ მოგება წაგება %
Lebron40552505155061.8
Legendinho160926857.5
Manchester311100
oliverkahn138561.5
Perkins117269347959.1
Russel44728616164
StrongMan26131350
Xbet.Ge112674559.8
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1MSN79.284.3
2Bcn55560.481.1
3agnostic63.571.2
4maniu33362.365.8
5Aleksandre Gachechiladze52.954.3
6cule_77744.836.6
7daubase37.634.3
8teamwork55.432.6
9Jamela42.727.3
10gugson38.322.1
# მომხმ.მომხმარებელი მოგების % ქულა
1tony montana63.925.0
2Racho Eloyan81.022.0
3gi0970.618.6
4besogode47.516.2
5beqa13beqa1355.610.6
6revaza66.710.1
7mgeluka9752.68.9
8QUTATURI40.98.5
9otar250754.27.8
10samba100.07.8

კვირის "კუში"

ბარნლი - ლესტერი

1
2.95

მინესოტა - ინდიანა

2
2.30

ვანდერვეგე - უილიამსი

2
2.41

ლილი - სტ.ეტიენი

X
3.10

დენვერი - საკრამენტო

2
3.10

ვესტ ბრომვიჩი - ჰალი

1
2.0

ვესტ ბრომვიჩი - სუონსი

1
2.10

სამპდორია - ლაციო

2
2.05

სოსიედადი - ვალენსია

კი
2.10
×

თქვენ წარმატებით შეავსეთ ბალანსი. VIP პაკეტის გასააქტიურებლად დააჭირეთ აქ

×

ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას